#cgfest 2014 – „ინფექციის“ წყარო

დიახ, ოღონდ იდეით … როცა ენთუზიაზმით აღსავსე 600-მდე გულანთებულ ადამიანს შორის 2 დღეს გაატარებ შეუძლებელია არ გადაგედოს. #cgfest 2014 შედგა! მინდა თითოეულ ორგანიზატორს, სტუმარს, მხარდამჭერს, სპონსორს და გამომსვლელს, ისევე როგორც თითოეულ დამსწრეს [ორგანიზატორთა მონაცემებით 605 ადამიანი ეწვია cgfest-ს] დიდი მადლობა მოვუხადო კომპიუტერული გრაფიკის სფეროს განვითარებისათვის გაღებული წვლილისათვის და რა თქმა უნდა ჩემი პოზიტიურად „ინფიცირებისათვის“.

რა არის კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი? ინებეთ ბმული და FB ჯგუფი

cgfest2014_fullhouse_1

 

cgfest2014_fullhouse_2

რა იყო #cgfest 2014 ჩემთვის [24-25 მაისი]?

1. ეს იყო საინტერესო ადამიანების გაცნობის, ისევე როგორც ძველი მეგობრების ხილვის საშუალება. ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ენთუზიასტი ხალხი, ვნახე ასობით ადამიანი, რომელთაც თავისი წვლილი უკვე შეაქვს საქართველოში ამ სფეროს განვითარებაში! 100% დარწმუნებული ვარ, რომ იმ 600-ზე მეტ ადამიანს შორის, ვინც იქ ესწრებოდა მრავალი იტყვის თავის სიტყვას ამ სფეროში მსოფლიო მასშტაბით და პირველ შედეგებს უკვე 1-2 წელიწადში დავინახავთ!

2. ეს იყო ახალი ინფორმაციის მიღებისა და სწავლის 2 დღე. ეს სფერო ელვის სისწრაფით ვითარდება და თუ თითი პულსზე არ გექნა დადებული, ჩამორჩები. ეს დაუშვებელია! მე ბევრი რამ ვისწავლე! ბევრი რამ დავინახე! გავიგე რა ხდება საქართველოში და რეალურად სად გადის თამასა ამ სფეროში. არ დაგიმალავთ, სესიების პროცესში ჩემს მიერ გაკეთებული ჩანიშვნების ოდენობამ 7 გვერდს მიაღწია. ეს ყველაფერი კი ჩემი საქმის უკეთესად გაკეთებაში გამომადგება!

3. ეს იყო ცოდნისა და შესაძლებლობების გაზიარების ზეიმი. გაზიარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როცა სფეროს წამოწევა გინდა და მოხარული ვარ, რომ მე ეს მოტივაცია აშკარად დავინახე ყოველი გამომსვლელის მხრიდან. ეს აშკარად დავინახე ყველა სესიისას, ყველა კითხვა & პასუხისას და ყველა ეტაპისგან.თვალსაზრისით ყველა გამომსვლელს მინდა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვუთხრა.

cgfest2014_tariel_zivzivadze_1

cgfest2014_tariel_zivzivadze_2

cgfest2014_tariel_zivzivadze_3

 

რამ გამაკვირვა?

აუდიტორიის ინტერესისა და ჩართულობის გაზომვისას მრავალი კრიტერიუმი არსებობს. მათ შორისაა დამსწრეთა რაოდენობა და ხარისხიანი კითხვა & პასუხი. cgfest -ზე რაც მე დავინახე იყო უდიდესი ინტერესი [100-მდე სკამი ჩაემატა ექსპოჯორჯიას მე-3 პავილიონში] და ფრიად ხარისხიანი კითხვა & პასუხი. მაგრამ დღევანდელ მობილურ სამყაროში ჩემთვის პირადად არსებობს ერთი უტყუარი კრიტერიუმი – აუდიტორიაში სესიების დროს აჟღერებული ტელეფონის ზარების რაოდენობა. პირველ და მეორე დღესაც სულ რაღაც 2-3-ჯერ მომესმა იმოდენა დარბაზში და ისიც ორგანიზატორების მხრიდან. ამიტომ პირდაპირ ვიტყვი: #cgfest 2014 –ს ჰყავდა უაღრესად დაინტერესებული და მოტივირებული აუდიტორია!

 

ამ ყველაფრის შედეგი?

წაიკითხეთ და თვითონ განსაჯეთ …

cgfest2014_testimonial

ამ ადამიანმა იმდენად კარგად ჩამოაყალიბა, რომ სიტყვას ვერ ჩააგდებ …

[სკრინი ავიღე https://www.facebook.com/groups/cggeorgia/ -დან]

 

და ბოლოს,

მოდით თვალი გავუსწოროთ მწარე რეალობას …

Bloomberg-ის მონაცემებით 2014 წლის ყველაზე ინოვატორულ 50 ქვეყანაში საქართველოს არაფერი ესაქმება – http://images.businessweek.com/bloomberg/pdfs/most_innovative_countries_2014_011714.pdf  

The Global Innovation Index 2013-ის თანახმად კი 2013 წელს 142 ქვეყანას შორის „საპატიო“ 73-ე ადგილი გვიჭირავს – http://www.globalinnovationindex.org/content.aspx?page=gii-full-report-2013

ხვდებით ხომ ეს რას ნიშნავს? ხომ ხვდებით სად არის საქართველო ინოვაციურობის თვალსაზრისით? გამოსასწორებელია ეს და ამაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს … განსაკუთრებით კი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, რომელიც თავის საქმეს დიდი ენერგიით შეუდგა.

 

Game Jam Tbilisi #2-ზე შევხვდებით ამავე კვირის ბოლოს …

 

 

კომენტარი

May 26 2014 Tariel Zivzivadze Category: ყველა აქტივობა

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.