ის, რასაც მე გთავაზობთ არ არის მხოლოდ კარგი ქართული საქმის გაკეთება. ეს გაცილებით მეტია …
ერთ დღესაც გადავწყვიტე ქართული პროდუქტების მხარდასაჭერი რამე აქცია გამეკეთებინა და 2014 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში 30 დღიანი გამოწვევის სახით ჩემი მცირე ჩანაფიქრი განვახორციელე. ესეც შეჯამება …
30-ე დღის არჩევანია ნახევრად ტკბილი, 2012 წლის მოსავლის საფერავზე დამზადებული ახაშენი კომპანია ბადაგონისგან!
+1 ხალისი, რომელიც ახალი წლის დღეებს შეგიძლიათ შემატოთ …
რა თქმა უნდა მიტარბი!
გუდვილში 2-5 ლარი ფასის დიაპაზონში სერიოზული არჩევანი დამხვდა სტილებშიც, ზომებშიც და ფერებშიც. რატომ ვიყიდოთ თურქეთიდან და ა.შ. შემოტანილი როცა გვაქვს ქართული წინდა?
ლანჩხუთის კოოპერატივი ჩიბათის მიერ წარმოებული ჩაი ჩიბათი – კიდევ ერთი ქართული პროდუქტი, რომელიც გამოფენაზე – “აირჩიე ქართული” გავიცანი.
დღეს 26-ე დღე მაქვს და 2.25 ლარად 150 გრამი შეფუთული მონადირული შევიძინე. მწარმოებელი – მითანა. უგემრიელესია!
ქართული კომპანია ბაია-ფუდი უკვე ხუთი წელია, მომხმარებელს ნატურალური მარცვლეულის ფაფებს სთავაზობს
არომატული ჩაი შემოქმედი გურიის სოფელ შემოქმედიდან. მოიკითხეთ, იყიდეთ და გასინჯეთ! საუცხოოა!
ეს არის თაფლზე თაფლი! მოიკითხეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თავად დარწმუნდებით!
დიეტურ ხრამუნა პურს მიირთმევთ ხოლმე? იცოდით, რომ ქართული წარმოების ხრამუნა პური არსებობს? დროა გაიცნოთ!
მხოლოდ ერთს გეტყვით … ვისაც ასკილი გიყვართ და კომპანია BPC-ს ასკილის წვენი არ გაგისინჯავთ, დამიჯერეთ დროა Goodwill-ში ვიზიტი დაგეგმოთ …
ქართული პროდუქტების მწარმოებლები კიდევ უფრო მეტად იმსახურებენ: ეს არის მეტი ცნობადობა, ქართველი მყიდველის მხრიდან მეტი კეთილგანწყობა და შესაბამისად მეტი გაყიდვები! აირჩიე ქართული!
ჩემი 30 დღიანი გამოწვევის 20-ე დღის წარმოგიდგენთ უგემრიელესი მანდარინის მურაბას. იხილეთ კომპანიის საიტი – http://tiemti.ge/ და გაიცანით თიემთი.
დღეს გამოფენაზე – “აირჩიე ქართული” ძალიან ბევრი საინტერესო პროდუტი აღმოვაჩინე. ზოგი ვიყიდე, ზოგიც საჩუქრად მომცა კომპანიის წარმომადგენლმა. ყველას რიგ-რიგობით წარმოგიდგენთ ამ მომდევნო დღეებში. ვიწყებ ჩირკოლადით …
ბაზი ნამდვილად იყო ჩემი დღის აღმოჩენა: 4.15 ლარად 680 გრამიანი ბოსტნეულის სასაუზმე კონსერვი, იგივე აჯაფსანდალი … სურათის გადაღება ძლივს მოვასწარი ისე წამგლიჯეს სახლში ხელიდან … უგემრიელესია!
5.5 ლარი ღირს ნამცხვარი მედოკი ჩვეულებრივ მარკეტში. ზომიერად კრემი აქვს, მაგრამ ისეთი გემრიელი, რომ თითებს ჩააყოლებთ.
გაფრთხილებთ: 1 ლიტრი ეს ბოთლირებული წვენი კულა 4.2 ლარი ღირს, მაგრამ ყიდვის და გასინჯვის შემთხვევაში უაღრესად „გაგირთულდებათ“ დარჩენილი ცხოვრება! დააწკაპუნეთ და გაიგეთ რატომ …
კასრის ლუდი დაგილევიათ? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ნატახტარის ლუდებს შორის.
სანამ გაცივდები ჯობია მანამ მიახრჩო სიმპტომები, ჰოდა ჩვენც შპს ავერსი რაციონალის მიერ წარმოებულ პრეპარატს ვენდეთ სახელად – ეფექტი ჩაი.
ფორთოხლის ნექტარს, რომელიც ენას ოდნავ „წიწკნის“, ფერიც სათანადო აქვს, არომატი ალბათ ნაკლებად, გემოს სიმდიდრეც ნაკლებად [მალე ქრება], მაგრამ ზედმეტად დატკბილული არ არის. მოკლედ, კამპას ჩვენი ფორთოხალი ამშვენებს ჩემი 30-დღიანი გამოწვევის 13-ე დღეს.
Georgian Natural Products -ის მიერ წარმოებული კლასიკური ტყემალი ოდა. 2,1 ლარად ნახევარი ლიტრა ფრიად მისაღები ვარიანტია.
ბავშვს რა უყვარს? ლიმონათი ზედაზენი? არა! უბრალოდ ბევრი ლიმონათი და სახელი რაც გინდა ერქვას! ისე, რატომ ჰქვია ლიმონათს ლიმონათი და არა რამე სხვა სახელი? რომელიმემ იცით?
კომპანია ნიკორას მიერ წარმოებული სარდელი კაიზერი, იგივე პიცა სარდელი მართლა გემრიელი ყოფილა. 8.5 ლარი გადახდილი ამ 510 გრამიან შეფუთვაში ჩემი 30 დღიანი გამოწვევის მე-9 დღეს ამშვენებს.
შპს ქართუ უნივერსალის მიერ წარმოებული ქალაქური ხინკალი უდაოდ გემრიელია, თუმცა ბიძაჩემის მოხვეული ხინკლის გემოსთან მაინც ვერ მივა 🙂
#7 დღის პროდუქტი გახდა მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებული ქილაში დაფასოებული ტომატი. ნეტო 425 გრამიანი ქილა ჩვეულებრივ მარკეტში ღირდა 2.4 ლარი ღირდა. თქვენც შეიძინეთ 100%-იანი ქართული პროდუქტი!
დღეს ჩემი 30-დღიანი გამოწვევის 6-ე დღეა და იგი პატარძეულის კვერცხით გრძელდება. იყიდეთ და დააგემოვნეთ თქვენც!
ზეთი ქარვა + მოცლილი ადამიანი + ხელის მარტივი მოძრაობა და მართლა შეიძლება სამზარეულოს მაგიურ სამკუთხედში სასწაულების „ჩადენა“
იოგურტი სანტისიმო, რომელსაც ბევრჯერ „გადავურჩენივარ“ შიმშილისგან 30 დღიანი გამოწვევის მე-4 დღეს მიმდიდრებს. მწარმოებელი – შპს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები.
ძნელია გაუძლო ცდუნებას როცა შენს წინაშეა ნუგბარ ხაჭო. ბავშვისთვის, უფროსისთვის, დილით, საღამოს, ოფისში, სახლში … რა დროსაც გნებავთ … უგემრიელესია!
არომატული შავი ჩაი „რჩეული“
მწარმოებელი – შპს „გეოპლანტი“
ქართული ყველაფერი კარგია!
უგემრიელესი „შავი მარგალიტი“ ბარამბოსაგან …
30 დღიანი გამოწვევის #1 დღის პროდუქტი.
ქართული ყველაფერი კარგია!
ყოველთვის ძალიან მინდოდა ამ განხორციელება. დიდხანს ვიფიქრე რა ფორმით გამეკეთებინა, რითი დამეწყო და ა.შ. დღეს ვწყვეტ ფიქრს და ვდგამ პირველ ნაბიჯს …