7 რამის მჯერა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით

08-08-08

სამხედრო თემატიკა ჩემი ჰობია, სუნ ძის “Art of War” და კარლ ფონ კლაუზევიცის “On War” კი აუცილებელი საკითხავი. გარდა ამისა ამ ხნის განმავლობაში საკმარისი დავინახე და გაგიზიაროთ მინდა რისი მჯერა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით:

1. რუსეთი ოკუპანტია!!! საქართველო არ შეჭრილა რუსეთში, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. ბრძოლები საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მარტო ამ ფაქტის გამოც კი არავის, არავის არ აქვს მორალური უფლებაც კი რამე “გადაბრუნებულად” თქვას.

2. მადლობა ქართული ჯარს!!! სადაც საბრძოლი იყო მოწინააღმდეგეს კბილები დაალეწა, სადაც გასაცლელი იყო, ორგანიზებულად გაეცალა. სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით პირველი დაჯახება აუცილებელი იყო მანამ, სანამ მრავალათეულათასიანი ოკუპანტის ჯარი ბარში გაიშლებოდა.

3. ქართულმა ჯარმა დრო მოიგო საიმისოდ, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ხმაური აეტეხათ და მსოფლიოს პოლიტიკური ელიტის ყურადღება აქეთ გადმოეტანათ. ამის შემდეგ საქმეში უკვე საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთო. უმაღლეს დონეზე შეთანხმებისას კი მარჯვენით ჩამორთმეულ ხელს მარცხენაში მომზადებული ამერიკული ჰერკულესები, გამანადგურებლები და საზღვაო ძალები ამაგრებდა.

4. ქართული საზოგადოება იყო ერთ მუშტად შეკრული. ზედმეტი ხმაც არ დაძრულა, მით უმეტეს ოკუპანტთან თანამშრომლობაზე.

5. აგვისტოს ომში სიტყვა “გამარჯვება”-ს ქართული და რუსული მხარისთვის სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა. ქართული მხარისთვის სახელმწიფოებრიობის გადარჩენა უკვე გამარჯვება იყო. რუსული მხარისთვის კი მარიონეტი ხელისუფლების დასმა და ქვეყნის “დასაჭურისება” იქნებოდა გამარჯვება. რეალისტური მიზნების მიღწევის თვალსაზრისით ჩვენ გავიმარჯვეთ, რუსეთი კი დამარცხდა.

6. ომის შედეგად რუსებმა მწარე გამოცდილებაზე კარგად ისწავლეს. ეს შესანიშნავად გამოჩნდა უკრაინაში და სირიაში. აი, ქართულ მხარეს რამე ესწავლოს ჯერ ვერ ვხედავ.

და ბოლოს,

7. მთელ იმ რისხვას, რაც ჩემშია დაგროვილი იმ ქართულ საქმეში ვდებ და ჩავდებ, რასაც ვაკეთებ დღეს. ვგულისხმობ, მოძრაობა KAR.GE-ს. ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ქართული ეკონომიკის ოკუპაციის ხარისხი 90 %-ს სცილდება. წინ უდიდესი ბრძოლები გველის!!!

კომენტარი

Aug 7 2016 Tariel Zivzivadze Category: პოზიცია ყველა აქტივობა

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.