30 დღიანი გამოწვევა: ქართული ყველაფერი კარგია!

ქართული ყველაფერი კარგია!

ძვირფასო მეგობრებო,

 

ყოველთვის ძალიან მინდოდა ამ განხორციელება. დიდხანს ვიფიქრე რა ფორმით გამეკეთებინა, რითი დამეწყო და ა.შ. დღეს ვწყვეტ ფიქრს და ვდგამ პირველ ნაბიჯს:

1-30 დეკემბრის პერიოდში, ყოველდღიურად სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ვიყიდი ბრენდირებული ქართული წარმოების პროდუქციას, მოვიხმარ მას და შთაბეჭდილებას / სურათს გავაზიარებ საჯაროდ.

30 დღის განმავლობაში ნაყიდი კონკრეტული ქართული წარმოების პროდუქტების ჩვენებით, მე მინდა შევაგულიანო ყველა ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანი, რომ გააკეთოს იგივე; მინდა ყველას დავანახო ის კონკრეტული და გაზომვადი შედეგები, რომლებიც მოჰყვება ქართული წარმოების პროდუქციის შეძენას, ვინაიდან მჯერა, რომ ჩვენს მიერ ყოველდღიურად დახარჯული ყოველ ლარი აისახება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობაზე და მას შეუძლია ჩვენი ქვეყანა ან უკან წასწიოს ან წინ. მე მინდა, რომ ქართული პროდუქტის ყიდვა გახდეს საამაყო! ეს ნამდვილად არის გამოწვევა!

აქვე ვიტყვი, რომ მე ვიყიდი ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც ჩვეულებრივ ყველა ოჯახში ვიძენთ ხოლმე ყოველდღიურად. ვეცდები პერიოდულად ისეთ პროდუქტებიც „აღმოვაჩინო“, რომელთა არსებობის შესახებაც შეიძლება არც კი ვიცოდეთ. ვფიქრობ მეტად სახალისო და აზარტული გამოწვევა გველის წინ.

რას ველი?

იმედი მაქვს 30 დღის განმავლობაში თქვენი დახმარებით და მხარდაჭერით გავაკეთებ იმას, რაც დავგეგმე. მიზანს მიღწეულად ჩავთვლი თუ რამოდენიმე ადამიანი მაინც ამყვება კარგი საქმის კეთებაში. ნუ მოგერიდებათ გაshareრება, დაlikeება, კომენტირება და რაც მთავარია ჩაერთეთ პროცესში, მირჩიეთ რა ვიყიდო, თქვენც იყიდეთ ქართული წარმოების პროდუქტები, იყიდეთ და გააზიარეთ თქვენი გამოცდილება.

კმარა ამდენი შესავალი. 30 დღის განმავლობაში კიდევ ბლომად ვიტყვი სათქმელს. ეხლა კი დაველოდოთ დღევანდელ საღამოს, როცა პირველ ნაყიდ პროდუქტს გავაზიარებ.

 

კომენტარი

Tags: ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.