2017 მადლობა

გასულ, 2017 წელზე ამბობდნენ მამლისაა, და ან მოგჩინჩლავენ ან მოჩინჩლავო …
2017 წელს გაკეთებული საქმეებს თუ გადავავლებთ თვალს აშკარაა რომ როლი აქტიური მქონდა …

მოკლედ, ჩემს პრაქტიკაში მეხუთედ ვწერ სამადლობელს და ასე ვაცილებ 2017 წელს (400+ დაბადების დღის მოლოცვაზე მადლობის გადახდის შემდეგ)!!! ცხადია ვსაუბრობ მოძრაობა KAR.GE-ს გადმოსახედიდან, ვინაიდან სხვა საზრუნავი მე არ მაქვს.

1. წლის განმავლობაში შესრულებული 6 უმნიშვნელოვანესი პროექტიდან 3 ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თვისობრივად ახალი და იმდენად მასშტაბური, რომ ნამვილად მეამაყება რომ დავძლიეთ. თუმცა ეს ძალების განსაკუთრებული დაძაბვით მოხდა. საექსპორტო კატალოგი 54 ორგანიზაციის ძალების გაერთიანებით გავაკეთეთ, საგაზეთო კატალოგი 28 ორგანიზაციის, პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – „იყიდე ქართული“ კი 55 ორგანიზაციის ძალების გაერთიანებით შედგა;

2. ა.წ. აპრილში ნამდვილად გამახსენდა ფრაზა, რომლითაც ამ სტატიის პირველი აბზაცი დავიწყე. იყო მომენტი, როცა სათქმელი ვთქვით და გასაკეთებელი გავაკეთეთ! თუ რა და როგორ მოხდა, შეგიძლიათ თვითონვე ნახოთ აქ აპრილის „მიდამოებში“.  სამწუხაროდ უსიამოვნო ფაქტიც მოხდა, მაგრამ არა უშავს, ღირსეულად დავძლიეთ;

3. უამრავი ახალი პარტნიორი ორგანიზაცია და თანამოაზრე ინდივიდი აღმოვაჩინე, რომელთაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა. ჩვენ ერთად უზარმაზარი მნიშვნელობის პროექტები დავძარით 2017 წელს და შევასრულეთ კიდეც! მომავალ წელს ერთად კიდევ უფრო მეტს მეტს შევძლებთ;

მომავალი წელი კავკასიური ნაგაზისაა!
საქმისადმი ძაღლური ერთგულება მეტად დაფასდება!

კომენტარი

Jan 5 2018 Tariel Zivzivadze Category: პოზიცია ყველა აქტივობა

Tags: ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.