2016 მადლობა

წლის შეფასების ტრადიცია გრძელდება …

[ამას წინათ მეუბნებოდნენ შენ რომ წლის შეჯამებები დაიწყე არავინ ამას არ აკეთებდაო. ეხლა კი ყველამ დაიწყო და გასული წლის შეჯამება ბევრმა დაწერა Facebook-შიო. ნუთუ ამ მიმართულების მოქოქვაშიც ჩემი წვლილია?]

2016 წლის მადლობელი ვარ ნამდვილად. მიზეზების ჩამოთვლა შორს წამიყვანდა, მაგრამ დავასახელებ მხოლოდ სამს:

1. მოძრაობა KAR.GE-მ, რომელშიც ჩემი თავი მაქვს ჩადებული ახალი მწვერვალები დაძლია. იმის გარდა რომ საქართველოში გვქონდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აქტივობა [KAR.GE კატალოგი დავძარით, დეგუსტაციების თემა დავძარით, ახალი პროდუქტის ფესტივალი გავაკეთეთ და ა.შ.], სამხრეთ კორეაშიც კი გავაკეთეთ ქართული პროდუქციის წარდგენა საერთაშორისო გამოფენაზე. ციფრებით არ გადაგღლით. აქ ნახეთ ყველაფერი, თითოეული აქტივობის ანგარიშებში.

2. ამ წელს ქართულის პროდუქციის პოპულარიზების ნამდვილი ტენდენცია გამოიკვეთა. უამრავი ინდივიდი და ორგანიზაცია აგვყვა, მათ შორის მეწარმეობის განვითარების სააგენტო და პროექტების მართვის სააგენტოც. 2016 წლის დეკემბერში 30 დღიანი გამოწვევის შედეგად ისეთი ტალღა ავაგორეთ, რომ 26 დეკემბერს თვით საქართველოს პრეზიდენტმაც კი იყიდა ქართული ნაწარმი ღიად, ჟურნალისტების თვალწინ. ეს ძალიან მიხარია! პროცესები ზუსტად ისე მიდის, როგორც 3 წლის წინ დავგეგმე, როცა მოძრაობა KAR.GE-ს ვაყალიბებდი. 2017 წელი ახალ გამოწვევების წელი იქნება.

3. ფრიად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბევრი ადამიანის და ორგანიზაციის საქმეში შემოწმება. საქართველოში რთული მოცემულობაა. მიხარია რომ არსებულ რეალობაში გამოვავლინე ისეთი ინდივიდები და კომპანიები, რომლებთანაც ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა ამისათვის.

შევამჩნიე, რომ tarielzivzivadze.ge-ზე ბევრი არაფერი დამიწერია გასულ წელს. სულ 5 თემა. არა უშავს. ყველა დანარჩენისათვის იხილეთ მოძრაობა KAR.GE-ს ვებსაიტი. ჩემი მთავარი დუღილი უკვე იქაა!

 

PS

მიხეილ ცაგარელს უთქვამს ეს წელი მამლისაა, ან მოგჩინჩლავენ, ან მოჩინჩლავო!
წარმატებებს გისურვებთ 2017-ში!

კომენტარი

Jan 5 2017 Tariel Zivzivadze Category: პოზიცია ყველა აქტივობა

Tags:

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.