2015 მადლობა

2015 მადლობა

დილა მშვიდობისა,

5 იანვარი, 2016 …
დილის 09:32 …
უკვე 9:32-ია რაც 38 წლის გავხდი. „თოვლის ბაბუას ნაჩუქარი“ მობილური ტელეფონი ყოველ 2 წუთში თავს მახსენებს. ვხვდები, რომ დაბადების დღეს მილოცავენ. ეხლავე მეგობრებო, სულ მალე ყველას მადლობას გადაგიხდით ყურადღებისათვის. ამ მადლობის სტატიას დავწერ და …

2015 წელი, ჩემთვის 38-ე, სხვადასხვა დოზით იყო ყოჩის, თხის, ცხვრის, ციკნის, ბატკნის და ე.წ. „კაზიოლის“ … ვაღიარებ, რომ ამ როლებიდან მე მგონი ცოტა-ცოტა ყველა მოვირგე, თუმცა მთავარი ისაა, რომ მხოლოდ „მეე“-ს პრინციპით არსოდეს ვმოქმედებდი და ჯიუტად მივიწევდი მხოლოდ წინ. აქტიური წელი იყო ნამდვილად.

გასული წლის განსაკუთრებული მადლობელი ამ 3 რამის გამო ვარ:

1. 2015 მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობის ბედნიერება მქონდა გასულ წელს. ბევრი საინტერესო პიროვნება გავიცანი, ბევრი ძველი კონტაქტიც გავაცოცხლე. გამოვცადე ერთად დგომა საერთო მიზნებისათვის, იყო არაერთი შესრულებული საქმე, იყო ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაპირების შეუსრულებლობაც, რამოდენიმეჯერ გავხდი გადაგდების მსხვერპლიც … მოკლედ, მრავალფეროვანი 2015 გამოდგა ნამდვილად. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილო ვერ ვიქნები, ვინაიდან თითოეულ შემთხვევაში სათანადო „გაკვეთილი“ მივიღე, რასაც მომავალში გავითვალისწინებ.

2. 2015 იყო აქტიური და სასარგებლო წელი მოძრაობა kar.ge-ს განვითარებისათვის. 2015 წლის 5 იანვარს მადლობის წერილს რომ ვწერდი ყველაზე „ველურ“ წარმოდგენაშიც კი ვერ ვიფიქრებდი თუ მოძრაობა kar.ge ასე მნიშვნელოვნად დაფიქსირდებოდა ორბიტაზე, გააკეთებდა იმას, რასაც ამ მომენტამდე მიაღწია [გამოწვევები, გამოფენა-გაყიდვები, სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობები] და ააგორებდა იმ ტალღას, რაც ააგორა. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. რაც მთავარია ამ აქტივობებმა გააჩინეს ახალი შესაძლებლობები, რომლებთანაც გამკლავება უკვე 2016 წლის ამოცანებშია.

3. ეს იყო გამორჩეული წელი თვითგანვითარების თვალსაზრისით. გაწეულმა საქმიანობებმა, რომელთა შორისაც ბევრი რამ პირველად გავაკეთე მე პირადად, ბევრი რამ მასწავლა. რომ ვუკვირდები, განსაკუთრებით მაშინ ვსწავლობ და ვვითარდები, როცა ახალს, უნიკალურს ვაკეთებ, რომელიც ახლებურ გადაწყვეტას ითხოვს. ასეთი კი გასულ წელს, განსაკუთრებით მოძრაობა kar.ge-ს ფარგლებში ბევრი გამოდგა.

რა თქმა უნდა ბევრია ისეთი რამ, რაც მინდოდა და ვერ გავაკეთე სხვადასხვა მიზეზის გამო. ამიტომ 2016-ს გამოწვევების წელს ვუწოდებდი. ერთად ვნახავთ რას დავწერ 1 წლის შემდეგ.

2016 ყველა მიმართულებით ახალი გამარჯვებებისა ყოფილიყოს!
იხარეთ და იბედნიერეთ!

კომენტარი

Jan 5 2016 Tariel Zivzivadze Category: ყველა აქტივობა

Tags:

2 COMMENTS
  1. დაბადების დღეს გილოცავ, ტარიელ! გისურვებ ოჯახურ სითბოს, კიდევ მეტ შემართებას, შედეგისმომტან იმედებს, წარმატებულ მომავალს და იღბალს!

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.