2014 მადლობა

მოგესალმებით არწივებო,

უღრმესი მადლობა პირველ რიგში ჩემს მეგობრებს და Facebook მეგობრებს მოლოცვებისათვის. დღეს 37-ის გავხდი. ვისთვის თითქოს არაფერი, მაგრამ ყოველი ყურადღება და მილოცვა სასიამოვნოა ჩემთვის. მადლობა!

 

სრულიად საქართველო რომ ჯერ ისევ გაცხრომაშია ეს facebook-ზეც აშკარად იგრძნობა. კარგია რომ ამ დღეებში მაინც ჭარბობს სიხალისე, დადებითი მესიჯები და ბედნიერი სახეები. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ახალი წლის მილოცვები ჭარბობენ, მაინც მინდა უკან გავიხედო, მადლობა გადავუხადო 2014-ს და ამ გზით გავაგრძელო 2013 წლის 5 იანვარს დანერგილი ტრადიცია.

როგორი იყო ჩემი 2014? ისეთივე როგორც ალბათ თქვენი 2014 … იყო მოკრძალებული წარმატებაც, მნიშვნელოვანი წინასვლაც, სრული ფიასკოც, წყენაც, გახარებაც, გადაგდებაც, იღბალიც ანუ არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი წელი იყო. კარგი ისაა, რომ პოზიტივი მეტი იყო ვიდრე ნეგატივი. მთავარიც ესააა!

ადამიანები წყვეტენ ყველაფერს …

2014 მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ძალიან პოზიტიურ ადამიანს, რომლებთანაც ჩემი პროფესიული და ა.შ. საქმიანობიდან გამომდინარე [კონსულტაციები, ტრენინგები, გამოსვლები] სხვადასხვა სასარგებლო პროექტის ფარგლებში მომიწია ურთიერთობა. სია გრძელია, ამიტომ აქ გავჩერდები. რაც შეეხება ყველა ძირითად საქმიან აქტივობას … თავადაც შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://tarielzivzivadze.ge და http://bstrat.ge.

პირველად რამის გაკეთება სულ სხვა სიამოვნებაა …

2014-ს მადლობა იმ რამოდენიმე ძირითადი აქტივობისთვის, რაც პირველად გავაკეთე ამ წელს. ეს იყო საერთაშორისო გამოწვევა ice bucket challenge-ში ჩართვა, TURN8 საერთაშორისო ინოვათონში ორჯერ მონაწილეობა, პირველად გიყავი რაგბზე და პირადად ჩემი 30 დღიანი გამოწვევა – ქართული ყველაფერი კარგია, რომელიც დეკემბერში განვახორციელე!

ქართული ყველაფერი კარგია …

2014-ს მადლობა ასევე იმისათვის, რომ რამოდენიმე კონკრეტული ნაბიჯი გადავდგი ქართული საქმის მხარდასაჭერად. ვეწვიე გამოფენებს – აირჩიე ქართული, მქონდა გამოსვლა – დაილოცა ქართული, წარმატებითი შედგა ჩემი 30 დღიანი გამოწვევა – ქართული ყველაფერი კარგია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ აქტივობების გაგრძელებები უკვე იგეგმება.

2014-მაც ჩაიფრინა, ვისთვის ჭენებით, ვისთვის მხოლოდ ჭიხვინით … საკმაოდ საინტერესო წელი ჩანს ეს 2015, თუნდაც იმიტომ რომ ყველასია: თხის, ცხვრის, ყოჩის, ციკნის, ბატკნის თუ ე.წ. „კაზიოლის“ … ფრთხილად გადაწყვიტეთ სად რა როლს ითამაშებთ და მარტო „მეეეე“-ს ძახილით ნუ შემოიფარგლებით!

ახალი გამარჯვებებისა ყოფილიყოს 2015!

 

კომენტარი

Jan 5 2015 Tariel Zivzivadze Category: ყველა აქტივობა

Tags: ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.