2013 მადლობა!

გაგვიმარჯოს …  საქართველოს გაუმარჯოს … შობა-ახალ წელს გილოცავთ … ჯანმრთელობა, სიხარული და ბედნიერება არ მოგვკლებოდეს ამ ახალ წელს …

ეს სიტყვები ყველა ოჯახში ითქმება ამ დღეებში. თუმცა მე ვთვლი, რომ ახალი მოლოდინების ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს განვლილი გზა. დღეს, 2014 წლის 5 იანვარს, მე 36 წლის გავხდი; და რატომღაც პირველად გამიჩნდა სურვილი 2013 წელი მადლობის წერილით “გავაცილო”.

2013 მადლობა 2013 წელს კარდინალური ცვლილებების, ფასეულობათა გადაფასებისა და სიახლეებისათვის, თავისი წარმატებებისა და ჩავარდნების “ბუკეტით”. ამ წელს გადავწყვიტე და დავტოვე ე.წ. „კომფორტის ზონა“ და აქტიურად ჩავერთე განსხვავებული ტიპის საქმიანობებში; ამ წელს რამოდენიმე კარი დავხურე, სამაგიეროდ რამოდენიმე ახალი კარიც გაიღო; ბევრი რამ იყო ისეთი, რაც პირველად გავაკეთე.

2013 მადლობა ყველა იმ პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებთანაც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლე. მადლობა ნდობისათვის! მოხარული ვარ, რომ ყველა თქვენგანის მოლოდინი 1000%-ით გავამართლე [HEKS-EPER Caucasus, AS Georgia, MSI Inc./USAID, Wissol Group, Cartus Group და ა.შ.];

2013 მადლობა Nx Speaking პროექტს, სადაც მე ოთხი საჯარო გამოსვლა მქონდა მეტად საინტერესო თემებზე [ Nx.ge ] და ყველა იმ პროფესიულ ვებსაიტს, რომლებთანაც მე სტატია, კომენტარი ან გამოხმაურება გამოვაქვეყნე 2013 წელს [Marketer.ge; Ideahub.ge, Media.ge];

2013 მადლობა  ადამიანებს, რომელთაც თავისი მხარდაჭერით და გვერდში დგომით მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს ჩემს საქმიანობებზე და იმ პოტენციურ პარტნიორებს, რომლებთანაც მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოიკვეთა. ერთად ჩვენ მეტს მივაღწევთ!

და რაც მთავარია …

2013 მადლობა ჩემს ძვირფას მეუღლეს – ნათია დეისაძეს, რომელთან ერთადაც ჩვენ გასული წელი გავიარეთ!

2014 წელი ახალი გამარჯვებებისა ყოფილიყოს!

 

კომენტარი

Jan 5 2014 Tariel Zivzivadze Category: ყველა აქტივობა

Tags: , , ,

2 COMMENTS
  1. Tariel, gilocav, kvelafers sauketesos gisurveb… shen rom gagixardeba ise ikavi shens lamaz ojaxtan da sakvarel adamianebtan ertad! ♡♡♡

    Melano 4 years ago Reply
standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.