ამ დღეს – 20 მარტს სასტიკი თავსხმა წვიმა იყო და თავიდან ვიფიქრე კიდეც – „ნეტა ვინ მოვა ამ დღეს“-მეთქი … არადა 40-მდე მსმენელი სტუდენტი შეიკრიბა. მადლობა თითოეულ მათგანს, რომ თავი სასიკეთო საქმისთვის „გაწირეს“ 🙂 ლექცია ქართულ ენაზე ჩატარდა.
ეკონომიკური ზრდა დიდი თემაა. 3 ძირითადი თემა, რომელთაც შევეხე:
- 2014 წლის უარყოფითი საგარეო ვაჭრობის ბალანსი, მისი მიზეზები, უარყოფითი ბალანსი ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან. თემა აშკარად დამაფიქრებელი აღმოჩნდა, რადგანაც არავინ ელოდა თუ ქვეყნის ასეთ სავალალო მდგომარეობას წარმოვადგენდი;
- რა კეთდება იმისათვის, რომ ეს უარყოფითი ბალანსი შემცირდეს მაინც. რას აკეთებს მთავრობა, ბიზნეს სექტორი, მედია, მოსახლეობა;
- რას წარმოადგენს ge მოძრაობა, როდის დაიწყო, როგორ გრძელდება და როგორ შეიძლება მასში ჩართვა;
შეკითხვებიც ბლომად იყო. რაც ყოველთვის კარგია!
დიდი მადლობა სტუდენტურ თვითმმართველობას მოწვევისათვის!