ეს იყო 13 მარტს – ღია ლექცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იყო დრო, როცა ერთდროულად საქართველოს 11 უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობდი, მაგრამ 2012 წლის ბოლოს ყველას დავემშვიდობე. ღია ლექცია – ერთადერთი ფორმატია, რომლითაც ამ მომენტამდე უნივერსიტეტებთან ვთანამშომლობ. სტუდენტებთან ურთიერთობა სხვა მუხტის მომცემია.
ეკონომიკური ზრდა დიდი თემაა. ეხლაც ამ საინტერესო თემით დაახლოებით 50-მდე მსმენელის წინაშე ვისაუბრე, უფრო სწორად ვისაუბრეთ. ლექცია ინგლისურ ენაზე ჩატარდა. 3 ძირითადი თემა, რომელთაც შევეხე:
1. 2014 წლის უარყოფითი საგარეო ვაჭრობის ბალანსი, მისი მიზეზები, უარყოფითი ბალანსი ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან. თემა აშკარად დამაფიქრებელი აღმოჩნდა, რადგანაც არავინ ელოდა თუ ქვეყნის ასეთ სავალალო მდგომარეობას წარმოვადგენდი;
2. რა კეთდება იმისათვის, რომ ეს უარყოფითი ბალანსი შემცირდეს მაინც. რას აკეთებს მთავრობა, ბიზნეს სექტორი, მედია, მოსახლეობა საიმისოდ, რომ ეკონომიკური ზრდა ორნიშნა გახდეს;
3. რას წარმოადგენს kar.ge მოძრაობა, როდის დაიწყო, როგორ გრძელდება და როგორ შეიძლება მასში ჩართვა;
შეკითხვებიც ბლომად იყო. რაც ყოველთვის კარგია!
დიდი მადლობა IBSU-ს ბიზნესის ფაკულტეტს მოწვევისათვის!