მადლობა 112, სამაშველოს და პოლიციას

cover

ამ ხალხის შრომა 112, სამაშველო, პოლიცია – ვისზედაც ეხლა ვწერ, ჩვეულებრივ მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა რამ ცუდი მოხდება. და როცა ეს ხალხი თავის საქმეს პირნათლად გააკეთებს, შემდეგ ბევრს მათთვის მადლობის თქმაც კი ავიწყდება ხოლმე. მოკლედ, ამ სტატიით მინდა 112, სამაშველოს და საპატრულო პოლიციას მინდა მადლობა მოვუხადო დაწეული დახმარებისათვის.

რა დამემართა დღეს, 21 ივლისს …

ტიპი ისეთი ჯანმრთელი იყო ჯანსაღი წესი მისდევდაო – ჩემზეა ნათქვამი. ვვარჯიშობ. დღეს დილით ჩვეულებრივზე ადრე ავდექი და სარბენად გავედი. ასე 06:30 იქნებოდა. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ჩრდილოეთის ციალის ნახვა ზემოდან სერიოზულად მაქვს გადაწყვეტილი და ფორმას შეძლებისდაგვარად ვინარჩუნებ 🙂 სირბილი და ჰანტელები – ესაა ჩემი ვარჯიში.

რამოდენიმე კილომეტრი ვირბინე, მოვედი, ვცდილობ გავაღო კარი და შენც არ მომიკვდე … არ იღება. ვეცადე როგორც შემეძლო, მაგრამ რას უზამ იმოდენა რკინის კარს ერთი პატარა გასაღებით? კიდევ კარგი ამ დღეებში სახლში მარტო ვარ. ეგრევე შევეხმიანე კარის მეზობელს, ისიც ჩემსავით დილით ადრე დგება – ქ-ნი ნელი. და მისი ფანჯრიდან ჩემს აივანზე გადავედი. მომიწია სპაიდერმენის როლში წარმატებით შესვლა. ვცადე, მაგრამ ვერც შიგნიდან გავაღე საკეტი.

რა უნდა მექნა? მოვწესრიგდი, მოვემზადე ორი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის და კიდევ სხვა საქმეებისთვის. კიდევ ერთხელ გადმოვძვერი მე-4 სართულზე ჩემი აივნიდან უკვე მეზობლის ფანჯარაში და წავედი. გავიარე გლდანის ბაზრობაზე, ვნახე საკეტების ხელოსანი, შევუთანხმდი კონკრეტულ დროზე.

შუადღეზე შეთანხმებულ დროს ვრეკავ ხელოსანთან და შენც არ მომიკვდე … საერთოდ გამორთული აქვს ტელეფონი. მე სპაიდერმენის როლის თამაში საკმაოდ მიადვილდება, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ჰოდა 112 დავურეკე გზიდანვე.

ყველა ოპერატორი დაკავებული იყო. 2 წუთი ლოდინის შემდეგ აიღო გოგონამ, ხმაზე ეტყობოდა საშინლად იყო დაღლილი. მეც მოკრძალებულად ვთხოვე დახმარება კარის გაღებაში. ჩავაწერინე ყველა მონაცემი და გავეშურე სახლისკენ.

5 წუთი არ იყო გასული მირეკავს და მეუბნება სამშველო და პოლიცია ადგილზე არიან და თქვენ სად ხართო. ხმა ჩამივარდა … რას ვიფიქრებდი ასე მალე თუ მივიდოდნენ. გავიქეცი სირბილ-სირბილით, მივედი და რას ვხედავ … 5 მაშველი და 2 პოლიციელი … ცოტა შემრცხვა კიდეც ამდენი ხალხი რომ შევაწუხე ერთი ჩაკეტილი რკინის კარის გამო.

სამაშველოს ბიჭებმა საკეტს ერთი-ორი „ჩაუტარეს“ და ყოველგვარი გატეხვის და ზედმეტი ძალადობის გარეშე 2 წუთში გააღეს.

მადლობა ბიჭებო და 112-ის გოგონავ, სახელებიც არ ვიცი თქვენი, მაგრამ ყოჩაღ თქვენ!

კომენტარი

Jul 21 2015 Tariel Zivzivadze Category: პოზიცია ყველა აქტივობა

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.