ხინკალი ქალაქური, თოლია – დღე #8

ხინკალი ქალაქური, თოლია- დღე #8

ქართული ყველაფერი კარგია!

ხინკლის გაკეთება პირველად 2001-ში ვისწავლე ბიძაჩემისგან, როცა აშშ-ში სტაჟირებაზე მივდიოდი და მინდოდა რაღაცით მასპინძლები გამეკვირვებინა. ის „ფანდი“ მაშინ ჩამეთვალა, ოჯახის სტუმრები ნამდვილად გავაკვირვე. თუმცა ბოლოს, დაახლოებით 1 წლის წინ რომ ხინკალი გავაკეთე, სუპს უფრო გავდა … მოკლედ, არაა ჩემი საქმე ხინკლის კეთება …

თუმცა ის ნამდვილად ვიცი რომელი ბრენდის ხინკალი ვიყიდო თუ ხინკლის მირთმევა სახლის პირობებში მომინდა ეს ვიყიდე კიდევ ჩემი 30 დღიანი გამოწვევის მე-8 დღეს. შპს ქართუ უნივერსალი, რომლის სავაჭრო ნიშანია თოლია ყველა ჩვენგანისათვის კარგად ცნობილი ბრენდია. თოლიას ათასნაირი სხვადასხვა საკვები პროდუქტი აქვს პორტფელში და შეფუთული ხინკალი ქალაქური, ანუ ნახევარფაბრიკატი მათ შორის ერთ-ერთია. 20 ცალიანი შეფუთვის ფასი ჩვეულებრივ მარკეტში 5.5 ლარია, ნეტო წონით დაახლოებით 1050 გრამი. უდაოდ გემრიელია, თუმცა ბიძაჩემის მოხვეული ხინკლის გემოსთან მაინც ვერ მივა.

თუმცა არ მესმის რა გაუჭირდა ასეთი ამ ბრენდს ან კიდევ მის მესვეურებს, რომ ერთი ვებსაიტიც არ აქვთ და დომენზე cartu-universal.com და tolia.ge არაფერი არ დევს …

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.