ბროწეულისა და ალუბლის წვენი კულა – დღე #16

ბროწეულისა და ალუბლის წვენი კულა - დღე #16

 

ქართული ყველაფერი კარგია!

გაფრთხილებთ: 1 ლიტრი ეს ბოთლირებული წვენი კულა 4.2 ლარი ღირს, მაგრამ ყიდვის და გასინჯვის შემთხვევაში უაღრესად „გაგირთულდებათ“ დარჩენილი ცხოვრება! და აი რატომ …

გაფრთხილება 1: თქვენ გასინჯავთ ალუბლისა და ახლადდაწურული ბროწეულის „როქის“ ნაყოფს და დარწმუნებით, რომ ეს 100% იანი ნატურალური ქართული პროდუქტი უბრალოდ უგემრიელესი და სუპერ სასარგებლოა! შედეგად თქვენ სამუდამოდ უარს იტყვით იმ იმპორტირებულ წყალწყალა ქიმიაზე, რომლებითაც თანაბრად აჭრებულია ტელეეკრანებიც, დახლებიც და თქვენი ტვინებიც;

გაფრთხილება 2: თქვენ დარწმუნდებით, რომ 4.2 ლარის გადახდა 1 ლიტრ ნაღდ წვენში რეალურად უფრო სასარგებლოა, ვიდრე იაფიანის და უგემურის ყიდვა, იმპორტული შვლაპის გასაღება! შედეგად თქვენ მიეჩვევით ხარისხიანი ქართული პროდუქტის ყიდვას, რაც აუცილებლად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზეც, ცხოვრების ხარისხზეც და ჯიბეზეც;

გაფრთხილება 3: თქვენ გემუქრებათ გემოვნების დახვეწა და ქართული პროდუქტების შესახებ წარმოდგენის უკეთესობისკენ შეცვლა!  შედეგად დახლთან მიახლოვებისას თქვენი თვალები და გონება პირველ რიგში ქართული პროდუქტების ძებნას დაიწყებენ. ყველაზე „საშიში“ კი ის არის, რომ ეს შეიძლება ჩვევაში გადაგივიდეთ და ვეღარ მოიშალოთ …

ჩემი 30 დღიანი გამოწვევია მე მაქსიმალურად გამოვიყენე, რომ “მემხილებინა” ბროწეულისა და ალუბლის წვენი კულა და „გამეფრთხილებინეთ“. დანარჩენი თქვენ იცით …

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , , , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.