ქართული ყველაფერი კარგია!
ჩირკოლადი ეს არის უგემრიელესი შოკოლადში ამოვლებული ჩირი, რომლის 4 სხვადასხვა სახეობა აღმოვაჩინე დღეს გამოფენაზე აირჩიე ქართული. 4 სხვადასხვა ვარიანტი იყო წარმოდგენილი. ბოლომდე ვერ დავიმახსოვრე რომელი რომელი ჩირისგანაა, მაგრამ ფაქტია, რომ უგემრიელესია! ჩირის და შოკოლადის მოყვარულები განსაკუთრებით დააფასებთ ამ პროდუქტს.
მცირე ოჯახურ საწარმოში 8 ადამიანია დასაქმებული და მთელი სამუშაო ბაღდათის რაიონში ერთ-ერთი სოფელში სრულდება. ჩირკოლადი თბილისში შეგიძლიათ ყაზბეგის 20 ნომერში არსებულ ყველის სახლში შეიძინოთ. შედარებით მსხვილი პარტიისათვის შეგიძლიათ პირდაპირ დაურეკოთ ბნ. ამირან არწივიძეს მობილურზე – 597 20 50 78. ადგილზე შევიძინე 5 ლარის, დაახლოებით მესამედი კგ. ჩირკოლადი ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი და კილო 15 ლარი ღირს, მაგრამ აშკარად ღირს!
გამოფენაზე – აირჩიე ქართული ძალიან ბევრი საინტერესო პროდუტი აღმოვაჩინე. ზოგი ვიყიდე, ზოგიც საჩუქრად მომცა კომპანიის წარმომადგენლმა. ყველას რიგ-რიგობით წარმოგიდგენთ მომდევნო დღეებში : )
** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელო „ფოტო სტუდიაში“. 4-ეულის ფოტო კი გამოფენაზეა გადაღებული ჩემს მიერ.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.