შავი ჩაი შემოქმედი, მილმართი – დღე #24

შავი ჩაი შემოქმედი, მილმართი - დღე #24

 

ქართული ყველაფერი კარგია!

 

თან ვწერ, თან ვსვამ … თან ვსვამ, თან ვწერ …

ქართული ჩაი შემოქმედი კომპანია მილმართისგან  19-20 დეკემბერს გამართული გამოფენის – აირჩიე ქართული ნამდვილი მშვენება იყო. სტუმარს შეეძლო შავი და მწვანე ჩაის შეძენაც და დაგემოვნებაც. ამ შანსით რომ ბევრმა ისარგებლა ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოზეც ჩანს. შავი ჩაის 100 გრამიანი შეკვრა 3 ლარად შევიძინე, მწვანე ჩაი კი საჩუქრად გადმომცა მწარმოებელმა, რისთვისაც დიდი მადლობა მას. კომპანიას facebook გვერდი აქვს, ვებსაიტს კი ეხლა ამზადებს. მისამართიც იქნება http://milmartea.ge/.

მე „ჩაისტი“ ვარ, დღეში 5-6 დიდ ჭიქას ვსვამ და ბუნებრივია ცოტათი ვერკვევი ამ პროდუქტში. ჩემი 30 დღიანი გამოწვევის 2-ე დღეს ჩაი რჩეული შევიძინე. თუმცა ის პაკეტებად დაფასოებული იყო, ჩაი შემოქმედი კი დაპაკეტებული არ არის და ბუნებრივია სხვაგვარად უნდა მომზადდეს. ვინც ამ საკითხში ერკვევა დამეთანხმება, რომ დაყენებული ჩაი მაინც სულ სხვაა!

 

** ორივე ფოტო ჩემი გადაღებულია. ერთი ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში, მეორე კი გამოფენაზე აირჩიე ქართული 19 დეკემბერს.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.