შავი ბაიხის ჩაი ჩიბათი, კოოპერატივი ჩიბათი – დღე #27

შავი ბაიხის ჩაი ჩიბათი, კოოპერატივი ჩიბათი - დღე #27

 

ქართული ყველაფერი კარგია!

 

ლანჩხუთის კოოპერატივი ჩიბათის მიერ წარმოებული ჩაი ჩიბათი – კიდევ ერთი ძალიან მაგარი პროდუქტი, რომელიც გამოფენაზე აირჩიე ქართული გავიცანი. წონა 100 გრამი. დახლზე ამ პროდუქტის ფასი არ ვიცი, ვინაიდან იგი საჩუქრად გადმომცა მწარმოებელმა, რისთვისაც დიდი მადლობა მას.

ძალიან კარგად მესმის, რომ მცირე კოოპერატივისთვის ძნელია მარკეტინგული აქტივობების დალაგება და პროდუქტის სრულფასოვანი ბრენდინგის განხორციელება. მეორეს მხრივ ამის გარეშე უბრალოდ არ შეიძლება თუ ოდნავ მაინც ამბიცია გაქვს. რამდენადაც გემრიელია ჩაი ჩიბათი, იმდენად შეუფუთავია იგი მარკეტინგულად და სწორედ ეს არის პრობლემა!

 

ჩიბათი

 

Facebook გვერდი კი აქვს, მაგრამ ვებსაიტი არა. მე აშკარად ვურჩევდით, რომ აიღოთ დომენი chibati.ge ან chaichibati.ge და რაც მალე მით უკეთესი. ეს რა თქმა უნდა საკმარისი არაა თუ მწარმოებელს უნდა რომ „სერიოზული“ განაცხადით შევიდეს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ მწარმოებელს 591 19 15 26, ბნ. გელა ზოიძეს; ელ.ფოსტა – amirana@lic.org.ge

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.