ღია ლექცია – მე ინვესტორი

2013 წელს საქართველოს მოსახლეობამ 587 აშშ დოლარის „ინვესტიცია“ გააკეთა რუსეთის ეკონომიკაში, 2014 წელ ნოემბრის ჩათვლით კი ეს რიცხვი უკვე 498 მილიონს გადაცილდა! გაინტერესებთ როგორ მოხდა ეს? მარტივად – რუსული პროდუქციის გასაღებით!

ეს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებია, რომელშიც 2014 წლის დეკემბერი ჯერ შეყვანილი არ არის. როცა „დამრგვალდება“ აი მერე ვნახოთ ჩვენი „ღვაწლი“ რუსეთის განვითარებაში როგორია …

ახალგაზრდებთან კომუნიკაცია ღია ლექციის სახით ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს, როცა შემდეგი საკითხები იხილება: სიტყვა „ინვესტორი“ რა დატვირთვას ატარებს თქვენთვის? იცით, რომ თქვენ ყოველ დღე ხართ ინვესტორი? იცოდით, რომ ყოველდღიურად გააზრებული გადაწყვეტილების მიღებით თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ინვესტიცია სასურველი ქვეყნის ეკონომიკაში შედეგი კი ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდეთ?

 

რამოდენიმე გზავნილი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გავუზიარე:

1. რაში ხარჯავ ფულს ყოველდღიურად? ყოველი ჩვენგანი დღეში რამოდენიმეჯერ იღებს მყიდველობით გადაწყვეტილებას. ეს ჩვენს ხელთ არსებული უდიდესი ძალაუფლებაა, რომლის რეალური გააზრება სამწუხაროდ ბევრს არ აქვს. ისეთ მარტივი გადაწყვეტილებით როგორიცაა ქართული კიტრის მწნილი შეიძინოთ თუ იმპორტირებული, თქვენ მნიშვნელოვან საინვესტიციო გადაწყვეტილებას იღებთ თუ რომელი ქვეყნის ეკონომიკაში დააბანდოთ, რომელი ქვეყნის მოქალაქე დაასაქმოთ, რომელი ქვეყნის ინფრასტრუქტურა განავითაროთ, რომელი ქვეყნის მთავრობას გადაუხადოთ გადასახადი და ა.შ.

2 მე რას ვაკეთებ? მე მჯერა, რომ როცა არჩევანი გვაქვს, პირველი რიგში საქართველოში წარმოებულისაკენ უნდა გადაიხარო და ის იყიდო. ახალგაზრდებს გავაცანი ჩემი 30 დღიანი გამოწვევა – ქართული ყველაფერი კარგია, რომელიც 2014 წლის 1 დეკემბერს დავიწყე და ამ სტატიის დაწერის მომენტშიც მიმდინარეობს.

3. როგორ ვასაბუთებ ქართულის ყიდვის აუცილებლობას ციფრებში? დამსწრე აუდიტორიას იქვე გავუწერე მარტივი არითმეტიკა, რომლის მიხედვითაც როცა იმპორტული მაგივრად ქართული წარმოების პროდუქტს იძენ პოტენციურად საშუალოდ 15 -ჯერ მეტ ინვესტიციას ქართული სახელმწიფოს განვითარებაში აკეთებ. საერთო სურათზე, რომელიც მაინცადამაინც კარგი ხარისხის არ გამოვიდა, სწორედ ეს კალკულაცია მიჭირავს ხელში.

 

თუ მე იქ მყოფი აუდიტორიის ნახევარის ჩაფიქრება მაინც მოვახერხე ჩავთვლი, რომ მისია შესრულებულია!

** მე ინვესტორი – ღია ლექცია საქართველოს სამოქალაქო გაძლიერების ინსტიტუტის პროგრამის – „Learn from the leaders” ფარგლებში შედგა 22 დეკემბერს. მადლობა ორგანიზატორებს, კერძოდ კი ანუკი მოსიაშვილს მოწვევისათვის.

 

კომენტარი

Tags: ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.