ღვინის ტურიზმი საქართველოში?

თუ თქვენც ჩემსავით გული შეგტკივათ ქართულ საქმეზე, მაშინ გამიგებთ რატომ ვერ ავუარე გვერდი ამ „პრომო ვიდეოს“ და დავწერე ეს გამოხმაურება. იმედი მაქვს სათანადო პირები გაითვალისწინებენ იმ რამოდენიმე წინადადებას, რასაც ქვემოთ დავწერ.

დასაწყისში ორი დაშვება მინდა დავაფიქსირო: 1) ბუნებრივია მესმის, რომ ეს რგოლი ჩემზე არ არის გათვლილი. მიზნობრივი აუდიტორია არის უცხოელი ტურისტი, რომელიც სასურველია დაინტერესდეს და ჩამოვიდეს საქართველოში, და 2) ნათელია, რომ ეს პრომო ვიდეო გადაიღეს საქართველოში ღვინის ტურიზმის პოპულარიზებისათვის. ყოველ შემთხვევაში სათაური – “Wine Tourism in Georgia” და შემაჯამებელი გზავნილი – “Cradle of Wine” ამაზე მეტყველებენ.

რა მომეწონა?

კადრების მრავალფეროვნება, ქართული კულტურის ელემენტების ჩვენება, მსახიობები, მუსიკა, სიტუაციები; მაგალითად ჩურჩხელის ამოვლება 0.55-ზე, ჭურიდან ღვინის ამოვღება 1.10-ზე, ღვინის სუფრა 1.03-ზე, დაწურვა 1.19-ზე და ა.შ. სხვა წვრილმანებიც. მოსწონთ ტურისტებს მსგავს პროცესებში ჩართვა და სწორედ ესენია იმიტირებული კარგად …

მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ უფრო მეტი  დამაკლდა

წარმოაჩენს კი ეს პრომო ვიდეო იმას, რასაც ჰქვია ღვინის ტურიზმი საქართველოში? ამან უნდა დაარწმუნოს ტურისტი, რომ საქართველო ღვინის აკვანია? გაცილებით უკეთ შეიძლებოდა სათქმელის თქმა …

1. ვითომ საჭირო იყო ამდენი კადრის ჩვენება 3 წუთში? ისინი კი მართალია საქართველოს წარმოაჩენენ, მაგრამ მიზანი აქ ხომ სხვაა: წარმოაჩინო საქართველო ღვინის ტურიზმის კუთხით და უპასუხო მთავარ „რატომ?“-ს. ანუ რატომ უნდა ჩამოვიდეს ტურისტი საქართველოში ღვინის ტურით. გინდათ უთხრათ რომ აქ ღვინის აკვანია? კი ბატონო, მაგრამ ზედმეტია მაგალითად ვაშლოვანის ნაკრძალი, ან ჯომარდობას და ა.შ. კურდღელი ვენახში [2.21] მაინც რა საჩვენებელი იყო? აქ უნდა გეჩვენებინათ 70-80% ის კადრები, რომლებიც ამყარებენ მთავარ სათქმელს, დანარჩენით კი „შეგეკმაზათ“;

2. ნუთუ შეუძლებელი იყო რამე შემოქმედებითის ჩატნევა? სადაა ქარიზმა? სამსახიობო ოსტატობა? გინდათ დამარწმუნოთ, რომ ეს 3 წუთიანი ვიდეო მოანდომებს ადამიანს რომ გააზიაროს? ეს აალაპარაკებს ტურისტს? სადაა WOW ეფექტი? გგონიათ ამით გაუწევთ კონკურენციას მსოფლიო გრანდებს? ასე ვინ აკეთებს 3 წუთიან ვიდეოს? გგონიათ გავირუსდება? მართლა გჯერათ ამის?

3. ტექნიკურ ნიუანსებს რა ვუყოთ, რამდენი ჩამოვთავალო? მაგალითად  კადრებს ხან ახტუნებთ, ხან ანელებთ. გგონიათ ესაა მსოფლიო სტანდარტი? 2.20-ზე გოგოსთვის რამე ეროვნულ ფერებში გაწყობილი ბრა რომ ჩაგეცვათ ვერა? ან 2.59-ზე ვინ გადაწყვიტა ამდენი ტექსტების მიწერა ასე მწარედ? ან ეს შესანიშნავი ცეკვის კადრები ასე ხელოვნურად რატომ ჩასვით ამდენ ცოცხალ კადრთან ერთად?

ღვინის ტურიზმი საქართველოში … საქართველო – ღვინის აკვანი … იმსახურებს კი ეს თემა ასეთ „პრომო ვიდეოს“? 3.05-ზე წარმოდგენილ ორგანიზაციებს მინდა ვუთხრა: ეს ვიდეო ჯობია გადააკეთოთ! იმედი მაქვს სწორად გაიგებთ ჩემს მოკრძალებულ შენიშვნებს.

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.