ქართული წინდა – დღე #28

ქართული ყველაფერი კარგია!

ქართული წინდა ხომ იცით? დღეს გუდვილში გადავაწყდი! 2-5 ლარი ფასის დიაპაზონში სერიოზული არჩევანი დამხვდა სტილებშიც, ზომებშიც და ფერებშიც. ამჯერად მე 4,75 და 3,6 ლარიანები ვიყიდე ჩემთვის. ამ სფეროს დეტალებში მცოდნე არ ვარ, მაგრამ იმპორტული [ძირითადად თურქეთიდან] იქნება ის, თუ საქართველოში შეკერილი, ჩემთვის წინდა მაინც წინდაა. საფასო დიაპაზონიც დაახლოებით ერთია, და ალბათ ხარისხიც. ჰოდა, რატომ ვიყიდო შემოტანილი როცა გვაქვს ქართული წინდა?

სხვათა შორის, ქართული წინდა ერთადერთი კომპანიაა თბილისში, რომელსაც შეუძლია შეკეროს ბრენდირებული წინდები. რას იტყვით თქვენს წინდაზე თქვენი კომპანიის ლოგო, ან სახელი რომ იყოს ამოქარგული? კომპანიის საიტი მზადების პროცესშია – http://sock.ge, მაგრამ შეგიძლიათ facebook გვერდი იხილოთ და ნახავთ რა დაუმზადეს თიბისი ბანკის ერთ-ერთ ძალიან მაგარ მენეჯერს [პირადად ვიცნობ].

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

 

დღეს, ჩემი 30 დღიანი გამოწვევის 28-ე დღეა. შეგახსენებთ გასული 27 დღის პროდუქტებს:

დღე #27 – შავი ბაიხის ჩაი ჩიბათი, კოოპერატივი ჩიბათი

დღე #26 – მონადირული, მითანა

დღე #25 – მარცვლეულის ფქვილები, ბაია-ფუდი

დღე #24 – შავი ჩაი შემოქმედი, მილმართი

დღე #23 – დათუნია თაფლი, მაჭახელა

დღე #22 – დიეტური ხრამუნა პური, თეგი

დღე #21 – ასკილის წვენი, BPC

დღე #20 – მანდარინის მურაბა, თიემთი

დღე #19 – ჩირკოლადი

დღე #18 – კონსერვი, ბაზი

დღე #17 – ნამცხვარი მედოკი, ტკბილი ქვეყანა

დღე #16 – ბროწეულისა და ალუბლის წვენი კულა

დღე #15 – კასრის ლუდი, ნატახტარი

დღე #14 – ეფექტი ჩაი, ავერსი რაციონალი

დღე #13 – ნექტარი – ჩვენი ფორთოხალი, კამპა

დღე #12 – ტყემალი ოდა, GNP

დღე #11 – კაპალე, მეგრული საწებელი

დღე #10 – ლიმონათი ზედაზენი

დღე #9 – სარდელი კაიზერი, ნიკორა

დღე #8 – ხინკალი ქალაქური, თოლია

დღე #7 – ტომატი, M-მარნეული

დღე #6 – კვერცხი, პატარძეული

დღე #5 – ზეთი ქარვა

დღე #4 – იოგურტი, სანტისიმო

დღე #3 – ნუგბარ ხაჭო, დელიო, მილკოფუდი

დღე #2 – არომატული შავი ჩაი რჩეული

დღე #1 – შავი მარგალიტი, ბარამბო

დასაწყისი – ქართული ყველაფერი კარგია!

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.