მარცვლეულის ფქვილები, ბაია-ფუდი – დღე #25

მარცვლეულის ფქვილები, ბაია-ფუდი - დღე #25

 

ქართული ყველაფერი კარგია!

თუ რამ გამოფენაზე აირჩიე ქართული ჩემთვის უცნაური ვნახე ეს იყო მარცვლეულის ფქვილები, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან არ მიზიდავდა ფაფები. თუმცაღა რომ გავიკითხე მეტად საჭირო რამ ყოფილა ეს პროდუქცია.

ქართული კომპანია ბაიაფუდი უკვე ხუთი წელია, მომხმარებელს ნატურალური მარცვლეულის ფაფებს სთავაზობს. “ჯანსაღი საკვები, ჯანმრთელი ოჯახი” – ეს არის კომპანიის სლოგანი და მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია მთლიანად ნატურალური კომპონენტებით, დიდწილად ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებით მზადდება.

წიწიბურას ფქვილი, შვრიის ფქვილი, ბრინჯის ფქვილი, 5 მარცვალი, სიმინდის ფქვილი, მანანის ბურღული [შავი ქლიავით ცაკე და ალუბლით ცალკე], ღომის (ფეტვის) მარცვალის ფქვილი, შვრიის ფქვილი ალუბლითა და გარგარით, წიწიბურას ფქვილი შავი ქლიავით, 5 მარცვალი ვაშლითა და ბანანით, ბრინჯის ფქვილი ალუბლითა და ბანანით, მშრალი რძე 25% ცხიმის მასური წილით, ქატო დიეტური და ქატო დიეტური ხილის ჩირით – ეს კომპანიის მიერ იწარმოება. ნიმუშები კომპანისი წარმომადგენელმა საჩუქრად გადმომცა, რისთვისაც დიდი მადლობა მას.

მოიკითხეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. პირადად მე ასეთი პროდუქტები არ მიყვარს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს იმათი აზრი, ვისაც შეუძლია შეფასების გაკეთება. ჩემი ნიმუშები მეუღლეს გადავეცი გასასინჯად და შესაფასებლად.

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში. მეორე ფოტო კი გამოფენაზე.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.