ტყემალი ოდა, GNP – დღე #12

ტყემალი ოდა, GNP - დღე #12

ქართული ყველაფერი კარგია!

დღეს 30 დღიანი გამოწვევის მე-12 დღე მაქვს და ამჯერად ტყემალი შევიძინე. ესეც მარკეტში აღმოვაჩინე, შემთხვევით. Georgian Natural Products -ის მიერ წარმოებული კლასიკური ტყემალი ოდა. 2,1 ლარად ნახევარი ლიტრა სულაც არ ჩანდა ურიგო ვარიანტი.

რა თქმა უნდა ეტიკეტზე საიტი არ აწერია, ეტყობა არც აქვთ. დახლზე სანთლით რომ ეძებო თვალში არ მოგხვდებათ ისე გამოიყურება. ბოთლის თავსახური ზედმეტად კარგი ხარისხისაა, უფრო ღვინისას ჰგავს. ბოთლზე გამოშვების ვადა 05.11.2013 აწერია. ეს რომ ვნახე ელდა მეცა, უკვე გასინჯული მქონდა, მაგრამ მერე ეტიკეტზე 18 თვე ვარგისიანობაზე ვნახე წარწერა და „დავშვიდდი“. ბოთლი რომ გავხსენი ოდნავ სხვანაირი სუნი მეცა, შეიძლება ასეც იყო ჩაფიქრებული. მაინც გავსინჯე, აშკარად მომჟაო გემო აქვს, აშკარად ბევრი სუნელი იგრძნობა. ეტიკეტზე აწერია, რომ ნატურალური ნედლეულისგან არის დამზადებული.

გასინჯეთ თქვენც და გამიზიარეთ რას ფიქრობთ …

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში. მე მგონი გადაღებაც და რიგიანად დამუშავებაც ვისწავლე ამასობაში 🙂

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.