საქართველოს ტურიზმის ასოციაცია – მოღვაწეობის 10 წელი

დაახლოებით 10 წლის წინ GTZ-ში ერთ-ერთ შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელთან – ბნ. Knut Gerber-თან ტურიზმის თემაზე ჩამოვარდა საუბარი. მაშინ ბიზნეს ეთიკის ასოციაციის ხელმძღვანელი ვიყავი, ეს კი ასე ვთქვათ „ორბიტაზე“ ყოფნას ნიშნავდა. მანამდე დიდი შეხება ტურიზმთან როგორც სფეროსთან არ მქონია, თუმცა 2005 წლის ივლისში ბიზნეს ეთიკის ასოციაციის ხაზით ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრა გვქონდა ჩატარებული ტურიზმში ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით, ანუ კომპანიების ხელმძღვანელებს ვიცნობდი.

შეხვედრის დროს თვალი ბოლომდე ამეხილა დარგში მდგომარეობასთან დაკავშირებით. უამრავი პრობლემა: რამოდენიმე კონკურენტი ასოციაცია, გაფუჭებული ურთიერთობები კომპანიებს შორის, არანაირი გუნდური თამაში, ტურიზმის დეპარტამენტის მხრიდან პრეფერენციული დამოკიდებულება, საიტისთვის და ბროშურებისათვის კომპანიების მიერ ერთმანეთისთვის მასალების მოპარვა, და ა.შ.

საუბრის შედეგად გამოიკვეთა, რომ GTZ-ს აინტერესებდა დარგში რეალური მოთამაშის შექმნა. მე მსგავსი ასოციაციების შექმნის ფასილიტაციის დიდი გამოცდილება მქონდა ამიტომაც შევთავაზე კონკრეტული ნაბიჯების გეგმა, შევფუთეთ ეს მინი პროექტის სახით, 2005 წლის 8 ოქტომბერს გავაფორმეთ კონტრაქტი და შევუდექით საქმეს.

თბილისში 68 ტურისტული კომპანიის პირველ პირს შევხვდი პირველი გასაუბრებისათვის. მიზანი იყო გამერკვია საერთოდ რას ფიქრობდა თითოეული მათგანი. ორ კვირამდე დრო დასჭირდა ამ შეხვედრებს. აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ 30-მდე მათგანს შეეძლო რამე სასიკეთო შეემატებინა საერთო საქმისათვის.

ამიტომაც, მხოლოდ ეს 30-მდე კომპანია მოვიწვიე პირველ შეხვედრაზე 2005 წლის 26 ოქტომბერს კავკასიურ სახლში, ტაბიძეზე. მახსოვს 24 მოვიდა. ფრიად საინტერესო საუბარი შედგა, რომელსაც მე ვუძღვებოდი. ჩავატარეთ სტრატეგიული დაგეგმვა, განვიხილეთ დარგში არსებული მდგომარეობა და რა შეეძლო გაეკეთებინა ტურიზმის ასოციაციას. თქვენი თვალით ნახეთ:

 

gta-1-1 gta-1-2 gta-1-3

 

 

 

მომდევნო დანიშნულ შეხვედრაზე – 4 ნოემბერს უკვე 17 თუ 18 კომპანია ესწრებოდა. აქ უშუალოდ წესდება განვიხილეთ. ეს შეხვედრა უკვე GTZ-ის ოფისში შედგა ავლაბარში. მეტად რთული შეხვედრა იყო პირადად ჩემთვის, მაგრამ იდეალური შედეგი მივიღეთ – თანხმობა.

 

gta-2-1 gta-2-2 gta-2-3 gta-2-4 gta-2-5 gta-2-6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამფუძნებელთა კრება კი 2005 წლის 17 ნოემბერს შედგა. სურათები არ მაქვს, მაგრამ შედეგი იყო შემდეგი: საქართველოს ტურიზმის ასოციაცია 6 კომპანიამ დააფუძნა. გავიდა 10 წელი. განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. დღეს უკვე 60-ზე მეტი წევრია ასოციაციაში. დანარჩენი კი … აი ვებსაიტი და აი facebook გვერდი.

რამ გამახსენა ეს ყველაფერი? 10 თებერვალს საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ 10 წლისთავი აღნიშნა. მოსაწვევი რომ მივიღე მაშინ მივხვდი, რომ თურმე 10 წელი გასულა. ცოტა არ არის …

მადლობა მეგობრებო, რომ გამიხსენეთ!

 

მეამაყება, რომ ამ საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი!

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.