ვინ ვარ

მოგესალმებით,

მე ვარ ტარიელ ზივზივაძე! ქვემოთ ჩამოყალიბებულია ჩემი “რატომ”, ანუ რატომ “ვამძიმებ” პლანეტა დედამიწას, რატომ ვაკეთებ რასაც ვაკეთებ და ამ გზაზე მიმავალს რისი მჯერა.

მე მინდა მოვიპოვო ეკონომიკური / გონებრივი თავისუფლება და განვვითარდე პიროვნულად, რათა შევძლო ახლობლებისათვის და ქვეყნისთვის მეტის გაკეთება; მინდა სასარგებლო ვიყო და ნაყოფიერად ვიყენებდე ჩემს ცოდნას, უნარებს და შესაძლებლობებს.

მჯერა, რომ წარმატებისათვის ორი რამეა საჭირო: 1) მომზადება და 2) იღბალი. ამიტომაც თუ მე რამეს მოვკიდებ ხელს, მაქსიმალურად დავიხარჯები რომ თამამად შემეძლოს თქმა – „,მე ყველაფერი გავაკეთე“. იღბალი მრუშ ქალს გავს, ხან შენთან წევს და ხანაც სხვასთან, ამიტომ მასზე დაყრდნობა არაა კარგი აზრი; თუმცა მისთვის არც ზურგის შექცევა მჩვევია …

 

ღრმად მწამს რომ:

1. გააზრებული რისკი ნებისმიერი საქმიანობის აუცილებელი შემადგენელია! მე მიყვარს შამპანური! დღეს მხოლოდ არსებული „status quo”-ს დარღვევით არის შესაძლებელი მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა!

2. არჩეული მიმართულებით დაუღალავი სვლა წარმატების აუცილებელი წინაპირობაა! ერთია იცოდე სწორი გზა, სულ სხვაა ნაბიჯ-ნაბიჯ და დაუღალავად გაიარო იგი.

3. უწყვეტი განათლება პიროვნული განვითარების საფუძველია! გონება პარაშუტივითაა, თუ არ გახსენი, არ იმუშავებს!

4. კავშირების დამყარება და გამყარება საჭირო და სასარგებლო ინვესტიციაა! ადამიანები წყვეტენ ყველაფერს!

5. გამრავლებასთან ერთად გაყოფაც უნდა იცოდე! გაზიარება და ქველმოქმედება, თუნდაც მცირე მასშტაბით, აუცილებელია!

 

staticPageTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.