სტრატეგიული დაგეგმვა ტ/კ “ქართულ არხში”

ორგანიზაცია ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ყოველი ინიციატივის განხორციელებას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. თუმცა ეს ენერგია მხოლოდ მაშინ მოგიტანთ სასურველ შედეგს, თუ მის მისამართად გააზრებული სტრატეგია გაქვთ.

ტელეკომპანია „ქართული არხი“-ს მმართველი გუნდი რომ გავიცანი, კონკრეტულად კი მამა გიორგი ყიფშიძე, მაშინ მივხვდი რამოდენა ენერგიაა ამ ადამიანში და რამოდენა აუმოქმედებელია პოტენციალია ამ არხში. ჩავთვალე, რომ ჩემგან ამ მცირე მხარდაჭერას ნამდვილად ჰქონდა აზრი და 2014 წლის 21 ივნისს სტრატეგიული დაგეგმვის სავარჯიშოს ჩატარება დავგეგმეთ. პროცესს 9 ადამიანი დაესწრო და თითქმის 6 საათი გაგრძელდა.

პირველ რიგში თითქმის 1 საათი დავუთმეთ საკითხის თეორიულ მხარეს. ეს იმიტომ, რომ აუცილებელია პროცესის ყველა მონაწილეს ერთნაირად ესმოდეთ მისი მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები. ამის შემდეგ დაიწყო თავად სტრატეგიული დაგეგმვა.

სტრატეგიული გეგმა რომ შევქმნათ 3 ეტაპია გასავლელი: 1) პირველ რიგში ხდება არსებული სიტუაციის ანალიზი. გაეცემა პასუხი შეკითხვას – „რას წარმოვადგენთ დღეს?“, ბოლომდე ანალიზდება კომპანიის არსებული რეალობა; 2) მომავლის სასურველი ხედვის განსაზღვრა. გაეცემა პასუხი შეკითხვას – „როგორი გვინდა ვიყოთ 5 წლის შემდეგ?“; 3). ბოლოს კი დაისახება კონკრეტული გზა როგორ მივიდეთ სასურველ მდგომარეობამდე. პასუხები გაეცემა შეკითხვებს: რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო სასურველი მიზნების მისაღწევად? ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი? როგორი უნდა იყოს სამუშაო გეგმა? როდის და რა ბიუჯეტი დასჭირდება ამას? რა შედეგი დაიდება და როდის? და ა.შ.

რა წესებს ვიცავ სტრატეგიული დაგეგმვის დროს? 1) ყოველთვის მირჩევნია შაბათი ან კვირა 10:00-დან. დილით გონებაც კარგად მუშაობს და ნაკლები შანსია რომ ვინმემ შეგაწუხოს; 2) სტრატეგიულ დაგეგმარებას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს კომპანიის ხელმძღვანელობა და ის ადამიანები, ვისაც შეუძლია ინტელექტუალური წვლილის შეტანა ამ თემაში, 5-8 ადამიანი ოპტიმალურია, პირველი პირი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს, 3) ყველა ტელეფონი უნდა იყოს გამორთული და არავინ არ უნდა შეგვაწუხოს მუშაობის განმავლობაში, 4) პროცესს წარვმართავ მე 4-6 საათის განმავლობაში [ხანდახან მეტიც სჭირდება], 5) გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოა გასაწევი და ადგილზე მცირე ტექნიკაა საჭირო [პროექტორი, დაფა და ა.შ.]. დანარჩენი „ტექნიკის საქმეა“.

დიდი საქმე გაკეთდა იმ 6 საათში. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის შემდეგ ჩამოვაყალიბე თავად სტრატეგიული გეგმა [დაახლოებით 10 გვერდი] და გადავეცი ტ/კ „ქართული არხის“ ხელმძღვანელობას. დანარჩენი რა თქმა უნდა განხორციელებაზეა …

 

სტრატეგიული-დაგეგმვა-ქართული-არხი ** სურათში „დაჭერილია“ მომენტი, როდესაც ბრეინ შტორმინგის დროს მე ლეპტოპში ჩანიშვნებს ვაკეთებ. ეს ინტერაქტიური პროცესია და ჩანიშვნების კეთების პროცესს ყველა დიდ მონიტორზე და პროექტორზე რელურ რეჟიმში ხედავს.

 

 

კომენტარი

Tags: ,

2 COMMENTS
  1. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა გუნდი გიჯერებს, მოგყვება, აკეთებს ისე, როგორც სთავაზობ და პირველივე შესაძლებლობაზე შედეგი იდება. ამ სესიის შედეგად განისაზღვრა სტრატეგია, მიზნები, ქმედებათა გარკვეული თანმიმდევრობა, სადაც ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო http://arxi.ge დაქოქვა. დღეს კი 2000 ვიზიტორიანი ზღვარი გადაილახება.

    წინ დიდი გზაა კიდევ გასავლელი, მაგრამ დასაწყისი ძალიან დამაიმედებელია! ვულოცავ მთელ გუნდს!

    Tariel Zivzivadze 3 years ago Reply
  2. არადა 3000-იანი ზღვარი გადალახა რეალურად 🙂

    Tariel Zivzivadze 3 years ago Reply
standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.