საქართველოს ჩემპიონატი საჯარო გამოსვლებში 2014

საქართველოს ჩემპიონატი საჯარო გამოსვლებში 2014

საქართველოს ჩემპიონატი საჯარო გამოსვლებში 2014, რომელიც2014 წლის 9 მარტს ჩატარდა ნამდვილად იყო მოვლენა, რომელში მონაწილეობისთვისაც განსაკუთრებით ვემზადებოდი. დიდხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა ჩემი ეს შეფასება. ხან ვერ მოვიცალე, ხან ვერ ჩამოვყალიბდი … მაგრამ აი დღეს როგორც იქნა გთავაზობთ მას და კიდევ რამოდენიმე რეკომენდაციას ორგანიზატორთათვის.

საქართველოს პირველი ჩემპიონატი საჯარო გამოსვლებში ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს დაანონსდა. თავდაპირველი სქემით ღონისძიება 15-16 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მონაწილეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო 9 მარტისთვის გადაიდო. დაანონსებული სქემით უნდა ყოფილიყო ორი კატეგორია: 18 წლამდე და 18+ ასაკობრივი ჯგუფებისათვის. რა თქმა უნდა დავინტერესდი, მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე და რასაც ჰქვია „ჩავუჯექი“. გამარჯვება რა თქმა უნდა მინდოდა, მაგრამ პირველ რიგში სანიმუშო გამოსვლა მინდოდა გამოსულიყო.

მოკლედ, მივედი 9 მარტს „სრული ეკიპირებით“ და რას ვხედავ: გამომსვლელები მხოლოდ სტუდენტები, პატივცემულ ჟიურიში ოთხი ადამიანიდან 3-ს ვიცნობ, აშკარად ვხვდები რომ რაღაც არ ვიცი. როგორც აღმოჩნდა ორივე ასაკობრივი კატეგორია გაუერთიანებიათ და 19 გამომსვლელი ეჯიბრებოდა ერთმანეთს, რომელთაგან უმრავლესობა სტუდენტი იყო. ცოტა არ იყოს მეუხერხულა … ჟიურისთან და ორგანიზატორებთან გასაუბრების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება არ გამოვსულიყავი შეჯიბრში მონაწილის სტატუსით. თემა მქონდა ისეთი, რომ ნამდვილად გამოდგებოდა მოვლენის გასახსნელად, სწორედ ეს შევთავაზე ორგანიზატორებს. შედეგად, წილად მერგო პატივი 19-ვე მომდევნო გამომსვლელისათვის პირველი გამოსვლის „ტვირთი“ მომეხსნა.

დანარჩენი უკვე გეგმის მიხედვით მოხდა: 19 გამოსვლიდან რამოდენიმე განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის, თუმცა აქ არცერთს არ გამოვყოფ. აკრიფეთ სათანადო საკვანძო სიტყვები ინტერნეტში და ყველა გამოსვლას ნახავთ. მე მხოლოდ მადლობას ვეტყვი თითოეულ მათგანს იმისათვის, რომ გაბედეს და სცენაზე გამოვიდნენ. ვუსურვებ უფრო დიდი სცენების დაპყრობას უახლოეს მომავალში!

 

საქართველოს ჩემპიონატი საჯარო გამოსვლებში

 

რამოდენიმე რეკომენდაცია საორგანიზაციო ჯგუფს:

1. იზრუნეთ სპონსორებზე და პრიზებზე. ეს სერიოზული საქმეა და მხარდაჭერაც სათანადოა საჭირო;

2. უკეთესი ღონისძიების მარკეტინგია საჭირო, რომ მონაწილეებიც მეტი იყოს და დამსწრეც;

3. ჯობია ჟიურის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იყოს ცნობილი და ღონისძიების წესები არ შეცვალოთ ხოლმე;

 

და ბოლოს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პირადად თამარ კანაშვილს, რომელმაც ყველაფერი ჩადო საქართველოს პირველი საჯარო გამოსვლების ჩემპიონატის ღირსეულად ორგანიზებაში!

კომენტარი

Tags: , , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.