ვაღიარებ, რომ მრავალი წლის „შესვენების“ შემდეგ ნიკორას სავაჭრო ობიექტში პირველად შევედი [გლდანში]. მაშინვე ვიგრძენი სხვა გარემო. მე მგონი ის დროა ნიკორას სახელი გადაერქვას, იმიტომ, რომ იქ ხორცპროდუქტები უკვე ნამდვილად უმცირესობაში არიან წარმოდგენილნი. ასორტიმენტი ძალიან გაზრდილა და აშკარაა, რომ კომპანია ნიკორა უკვე აღარაა პრიორიტეტულად ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია.
კომპანია ნიკორას მიერ წარმოებული სარდელი კაიზერი, იგივე პიცა სარდელი მართლა გემრიელი ყოფილა. 8.5 ლარი გადახდილი ამ 510 გრამიან შეფუთვაში ჩემი 30 დღიანი გამოწვევის მე-9 დღეს ამშვენებს. http://nikora.ge/ თუ ვეწვევით სრული წარმოდგენა შეგვექმნება კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე.
** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელო „ფოტო სტუდიაში“.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.