რუსთავი2-ს თუ “ლაგამი ამოსდეს” კარგი იქნება ეს თუ ცუდი?

main

მე არც იურისტი ვარ და არც მხარე, არც ქოცი და არც ნაცი. მე ერთი მოქალაქე ვარ, რომელიც ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზებით ვარ დაკავებული და ქვემოთ რასაც ვწერ, ჩემს აზრს ვწერ, რომელიც მოვლენათა ანალიზის შედეგად მე ჩამომიყალიბდა.

კარგად მახსოვს 2007 წლის ნოემბერი …
ის მომენტი, როცა იმედი “გატეხეს” …
თქვენ თუ გახსოვთ რა მოხდა შემდეგ?
ცხოვრება რომ “მშვენიერი” იყო გახსოვთ?
“ბედნიერი ხუთწლედი” გახსოვთ?

2012 წლის აგვისტოში ერთი ექსპერიმენტი ჩავატარე …

ეს ის დროა, როცა must carry-ს კანონის ამოქმედების შემდეგ ყველა სატელევიზიო არხი ხელმისაწვდომი გახდა …
დამაინტერესა როგორ მუშაობდა პროპაგანდის მანქანა …
და ერთ საღამოს ვუყურე თითო საინფორმაციო გადაცემას რუსთავი2-ზე, მაესტროზე და მე-9 არხზე …
ჩემი ემოციები?
რუსთავი2: “ცხოვრება მშვენიერია”
მაესტრო: “ბოღმაparty”
მე-9 არხი: “ტვინის **ვნა”
ჩემთვის ვიფიქრე: რა ცოდვაა ადამიანი, რომელიც რომელიმე ერთ მათგანს უყურებს …

რა დასჭირდა თვალების “ფართოდ ახელას”?

ერთი ძლიერი მენეჯერი და ერის სრული კონსოლიდაცია …
სამარცხვინო ფაქტების ფრიალი …
და უკიდურესი მსხვერპლი მოკლული ბავშვის სახით [დიახ, მე ვთვლი, რომ ბავშვი მოკლეს], რომლითაც აგორებული ნიაღვარი მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ წინასაარჩევნო ღამით უაღრესად ეფექტურად მიმართეს …
თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გადაუარეს, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვეს …

რა მოხდება თუ გადაუვლიან რუსთავი2-ს?

დადგება იგივე “ნათელი და ბედნიერი” ხუთწლედი ან მისი ნაირსახეობა …
ეს კი აბსოლუტურად ყველასთვის ცუდი იქნება …
ეს ქვეყნის ინტერესებში არ შედის!
ეს არცერთი მოქალაქის ინტერესში არ შედის!

გზავნილი რუსთავი2-ს:
გაგიმართლათ … ქვეყნის ინტერესში არ შედის თქვენი დაჩოქება, თუმცა ურიგო არ იქნება თუ რაღაც-რაღაცეებს გაითვალისწინებთ …

გზავნილი იმ ხალხს, ვინც რუსთავი2-ის წინააღმდეგ ავანგარდში დგას:
გაიხსენეთ მე-9 არხი და მისი ბედი … იხმარეს და გადააგდეს. გგონიათ თქვენ სხვა რამ გელით?

გზავნილი, ოღონდ ზემოთ ნაჩვენები ნასროლი ლარიანით მათ, ვინც ძაფებს ექაჩება:
თქვენი ჩანაფიქრის ფასს როცა დაადგენთ, ხურდა გამომიბრუნეთ!

კომენტარი

Jun 10 2016 Tariel Zivzivadze Category: პოზიცია ყველა აქტივობა

Tags:

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.