ნუგბარ ხაჭო, დელიო, მილკოფუდი – დღე #3

ნუგბარ ხაჭო, დელიო, მილკოფუდი

ქართული ყველაფერი კარგია!

არასოდეს მიყვარდა ხაჭო, არც დღეს მიყვარს, მაგრამ ძნელია გაუძლო ცდუნებას როცა შენს წინაშეა ნუგბარ ხაჭო. ბავშვისთვის, უფროსისთვის, დილით, საღამოს, ოფისში, სახლში … რა დროსაც გნებავთ … უგემრიელესია! ერთი 200 გრამიანი ნუგბარ ხაჭოს მსუბუქი ულუფა სრულიად საკმარისია, რომ გემრიელად გამოცოცხლდეთ. მისი საერთო ენერგეტიკული ღირებულება [ეტიკეტის მიხედვით] 286 კკალორიაა.

შპს ჯორჯიან მილკის ბრენდი მილკოფუდი იგივეა რაც ადრე არსებული ეკოფუდი. ამ რამოდენიმე თვის წინ მოუწიათ სახელის გადარქმევა ახალი კანონის გამო. http://milkofood.ge/ -ზე არსებული ინფორმაციით დელიო დელიო ცოცხალი რძე-მჟავა პროდუქტების 3 ძირითად ხაზს აერთიანებს. ესენია: სასმელი იოგურტი, იოგურტი დესერტი და ნუგბარ ხაჭო.

ჩემი 30 დღიანი გამოწვევის #3 დღეც შედგა. ცნობისათვის, დელიოს ნუგბარ ხაჭოზე 40%-იანი ფასდაკლებაა ამ მომენტში. ორი ცალი ვიყიდე, თითო 1.9 ლარად. ამოიკითხეთ ნუგბარ ხაჭო უახლოეს სავაჭრო წერტილში და დააგემოვნეთ თქვენც.

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.