ნექტარი ჩვენი ფორთოხალი, კამპა – დღე #13

ნექტარი ჩვენი ფორთოხალი, კამპა - დღე #13

ქართული ყველაფერი კარგია!

აქამდე მეგონა შპს კამპა წვენებს მხოლოდ თავისი სახელით უშვებდა. თურმე ასე არ ყოფილა. დღეს გადავაწყდი 1 ლიტრიან შეფუთვას 2.4 ლარად შემდეგი სახელებით: ჩვენი ფორთოხალი, ჩვენი ანანასი და ა.შ.. დეტალები ვერ დავაზუსტე საიტზე, რადგანაც http://campa.ge coming soon…

2.4 ლარად ურიგო ვარიანტი არაა. ეტიკეტის თანახმად აღდგენილია ფორთოხლის კონცენტრირებული წვენისგან და წვენის მინიმალური მასური წილი 50% შეადგენს. ფორთოხლის ნექტარს, რომელიც ენას ოდნავ „წიწკნის“, ფერიც სათანადო აქვს, არომატი ალბათ ნაკლებად, გემოს სიმდიდრეც ნაკლებად [მალე ქრება], მაგრამ ზედმეტად დატკბილული არ არის. მოკლედ, კამპას ჩვენი ფორთოხალი ამშვენებს ჩემი 30-დღიანი გამოწვევის 13-ე დღეს.

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.