მოკრძალებული წარმატება

მოგესალმებით მეგობრებო,

ვიდეოში ნახეთ ამერიკის მთავრობის გრანტების საიტს, სადაც განთავსებულია USAID საქართველოს მიერ გამოცხადებული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საგრანტო კონკურსის დოკუმენტაცია. ამ 5 წლიანი პროექტის ბიუჯეტი 5.5 მილიონი აშშ დოლარია და ალბათ ხვდებით რა დონის ორგანიზაციები იქნებიან გამარჯვების მსურველები. საინტერესო ისაა, რომ დოკუმენტებში არის ერთი ფაილი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მდგრადობის ანალიზი, რომელიც პირადად მე ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთე 2013 წლის ზაფხულში, როგორც MSI საქართველოს კონტრაქტორმა, USAID-ის გონივრული მმართველობის პროგრამის ფარგლებში.

მრავალი წელია სტრატეგიებს, ბიზნეს და მარკეტინგის გეგმებს და ა.შ. ვაკეთებ და პირველად ხდება, რომ ჩემი ნამუშავარი ასე ღიად იდება თან ასეთი დონის საიტზე. არ დაგიმალავთ, ეს წარმატება ნამდვილად მეამაყება! უღრმესი მადლობა ყველას, ვისთანაც მუშაობის პატივი მქონია და მექნება მომავალშიც!

კომენტარი

Tags: , , , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.