მიტარბი, IDS Borjomi Georgia – დღე #29

მიტარბი, IDS Borjomi Georgia - დღე #29

 

ქართული ყველაფერი კარგია!

წყალი ეს, წყალი ის, წყალი გაზირებული, წყალი უგაზო, ასეთი გემოს წყალი, ისეთი გემოს წყალი … თქვენი არ ვიცი, მაგრამ ყველა მინერალური წყალი ჩემთვის წყალია! მარკეტინგის რეალური ძალა სწორედ იმაშია, რომ ჩაძვრეს თქვენს ტვინში და იქ მინიმუმ ერთი მაინც ჭანჭიკი გადაატრიალოს. შედეგად ბორჯომს უკვე აღარ თვლი ჩვეულებრივ წყლად, არც ლიკანს და უკვე აღარც მიტარბს. მიტარბისა და ხალისის „როქი“ მიტარბის კომუნიკაციის კამპანიის საფუძველშია, რომელიც ჩვენს გონებაში თამაშდება.

პროდუქტის პოზიცირება მისსავე სლოგანშია ასახული: მიტარბი – შეინარჩუნე ხალისი. მიმდინარე საკომუნიკაციო კამპანიაც ცდილობს შთაგვაგონოს რომ მიტარბი = ხალისს. Facebook გვერდი ნამდვილად ხალისითაა გაჟღენთილი, http://mitarbi.ge კი ხალისის დიდი დოზის მიუხედავად ჯიუტად არ იხსნებოდა ამ სტატიის დაწერის მომენტში.

 

PS.

მიტარბი რომ პირველად გააჟღერეს „ოპელი“ დამემართა. IDS ბორჯომი საქართველოს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ბორჯომი და ლიკანი გასაგები დანიშნულება ჰქონდათ ჩემთვის. აი რა კონკრეტული დანიშნულებით შეიქმნა მიტარბი ვერ გავიგე, თუმცა ეხლა უკვე გასაგებია.

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

 

დღეს, ჩემი 30 დღიანი გამოწვევის 29-ე დღეა. შეგახსენებთ გასული 28 დღის პროდუქტებს:

დღე #29 – ქართული წინდა

დღე #27 – შავი ბაიხის ჩაი ჩიბათი, კოოპერატივი ჩიბათი

დღე #26 – მონადირული, მითანა

დღე #25 – მარცვლეულის ფქვილები, ბაია-ფუდი

დღე #24 – შავი ჩაი შემოქმედი, მილმართი

დღე #23 – დათუნია თაფლი, მაჭახელა

დღე #22 – დიეტური ხრამუნა პური, თეგი

დღე #21 – ასკილის წვენი, BPC

დღე #20 – მანდარინის მურაბა, თიემთი

დღე #19 – ჩირკოლადი

დღე #18 – კონსერვი, ბაზი

დღე #17 – ნამცხვარი მედოკი, ტკბილი ქვეყანა

დღე #16 – ბროწეულისა და ალუბლის წვენი კულა

დღე #15 – კასრის ლუდი, ნატახტარი

დღე #14 – ეფექტი ჩაი, ავერსი რაციონალი

დღე #13 – ნექტარი – ჩვენი ფორთოხალი, კამპა

დღე #12 – ტყემალი ოდა, GNP

დღე #11 – კაპალე, მეგრული საწებელი

დღე #10 – ლიმონათი ზედაზენი

დღე #9 – სარდელი კაიზერი, ნიკორა

დღე #8 – ხინკალი ქალაქური, თოლია

დღე #7 – ტომატი, M-მარნეული

დღე #6 – კვერცხი, პატარძეული

დღე #5 – ზეთი ქარვა

დღე #4 – იოგურტი, სანტისიმო

დღე #3 – ნუგბარ ხაჭო, დელიო, მილკოფუდი

დღე #2 – არომატული შავი ჩაი რჩეული

დღე #1 – შავი მარგალიტი, ბარამბო

დასაწყისი – ქართული ყველაფერი კარგია!

 

კომენტარი

Tags: , , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.