ნამცხვარი მედოკი, ტკბილი ქვეყანა – დღე #17

ნამცხვარი მედოკი, ტკბილი ქვეყანა - დღე #17

 

ქართული ყველაფერი კარგია!

 

ბარბარობას გილოცავთ მეგობრებო!

შპს ტკბილი ქვეყანა და მისი ნამცხვარი მედოკი ბარბარობა დღეს მიმშვენებენ. რა, გეგონათ ლობიანით მოგილოცავდით? საერთოდ არსებობს კი ლობიანის ქართული ბრენდი?

ტკბილი ქვეყანა რამოდენიმე წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე და ძალიანაც კარგადაც ჩაანაცვლა ანალოგიური კატეგორიის იმპოტული პროდუქცია. ბრენდირებული პროდუქტი ბევრი არ აქვს, მაგრამ აი ასორტიმენტი ჰქონია … ნამდვილად არ ვიცოდი … თქვენც ნახეთ – http://sweet-country.ge/

5.5 ლარი ღირს ნამცხვარი მედოკი ჩვეულებრივ მარკეტში. ზომიერად კრემი აქვს, მაგრამ ისეთი გემრიელი, რომ თითებს ჩააყოლებთ. თვითონ ფირფიტას რბილს ვერ დავარქმევდი, მაგრამ აი შეფუთვა მართლა მოსაწონია და მოსახერხებელია ტრანსპორტირებისათვის. მთლიანობაში 100% გამართლებულია 5.5 ლარის მიცემა და მედოკის შეძენა ყველა მიზნებისათვის.

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.