ქართული ყველაფერი კარგია!
ბავშვს რა უყვარს? ლიმონათი? არა! ბევრი ლიმონათი! ჰოდა ჩემი 30 დღიანი გამოწვევის 10-ე დღის მშვენება ქართული ლუდის კომპანიის მიერ ჩამოსხმული ლიმონათი ზედაზენი – საფერავი გახდა, ამჯერად 2 ლიტრიანი პეტის ბოთლი, რომელშიც მარკეტში 2.5 ლარი გადავიხადე. კომპანიას პრინციპში ვიცნობთ – http://zedazeni.ge/
ამის წერის დროს დამაინტერესა, რატომ ჰქვია ლიმონათს ლიმონათი და არა რამე სხვა სახელი? იქნებ თქვენ იცოდეთ? თუ იცით, pls გაგვიზიარეთ …
** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელო „ფოტო სტუდიაში“.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.