მე, კორპორატიული მოხალისე

პერსონალური ბრენდინგი, ბრენდინგი ბიზნესისათვის – ეს იყო ჩემი ღია ლექციის თემები, რომელიც ერთი მეტად საინტერესო პროექტის – Life Georgia მონაწილეებისათვის დღეს გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩავატარე. რა თქმა უნდა ცოცხალი, რეალური, ქართული და მათ შორის საკუთარი მაგალითების საფუძველზე.

დიდი მადლობა ლექციის ყველა მონაწილეს ჩართულობისათვის და ძალიან კარგი შეკითხვებისათვის. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ლელა მაისურაძეს რომ პროგრამის მონაწილე ასეთ მაგარ გოგონებთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. რამოდენიმე დასკვნა მონაწილეებისათვის:

1. სრულფასოვნად დაბრენდო საკუთარი თავი – ადვილი ამოცანა არაა. თუ საკუთარი თავის ბრენდირება არა, მინიმუმ ეფექტური 1 გვერდიანი CV მაინც უნდა გააკეთო, რომ სამუშაოს მაძიებელთა 99%-ზე უკეთ გამოიყურებოდე;

2. შექმნა ბრენდი შენი ბიზნესისათვის ასევე არ არის ადვილი, მაგრამ აუცილებელია თუ გინდა ყველა სხვა კონკურენტისგან უნიკალურად განსხვავდებოდე და მოგების იმედი გქონდეს.

3. წარმატებული გაყიდვებისთვის გქონდეს სუპერ პროდუქტი არ კმარა. არც ის კმარა, რომ გქონდეს სუპერ ბრენდი. თუმცა თუ წარმატება გინდა ამათ გარეშე ფონს ვერ გახვალ.

** პროექტი Life Georgia ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ACF “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” ხელმძღვანელობით ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ ხორციელდება. შიდა ქართლში პროექტს ახორციელებს RDFG – ასოციაცია “სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის”.

1 2 3 4

კომენტარი

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.