ქართული ყველაფერი კარგია!
ბოსტნეულის სასაუზმე კონსერვი რომ იგივე აჯაფსანდალი ყოფილა ეხლა გავიგე. ამის გარკვევაში ნიკორას მაღაზიის კონსულტანტი დამეხმარა როცა აშკარად შეატყო რომ ქილაზე „ჩამომეძინა“. ბაზი ნამდვილად იყო ჩემი დღის აღმოჩენა: 4.15 ლარად 680 გრამიანი ბაზის წარმოებული ბოსტნეულის სასაუზმე კონსერვი … სურათის გადაღება ძლივს მოვასწარი ისე წამგლიჯეს სახლში ხელიდან … უგემრიელესია!
საიტიც გვაქვს – http://bazi.ge/, მაგრამ ვაი ამ საიტს … არ მუშაობს. ეტიკეტზე შპს „სასურსათო კომბინატი ბაზი“ აწერია, ქილის სახურავზე კი შპს „სასურსათო კომპანია ბაზი“. „ოპელის ეფექტი“ დამემართა წამიერად.
მოიკითხეთ და გასინჯეთ, შემდეგ კი მოსაზრება გამიზიარეთ 🙂
** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელო „ფოტო სტუდიაში“.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.