კვერცხი, პატარძეული – დღე #6

კვერცხი, პატარძეული - დღე #6

ქართული ყველაფერი კარგია!

გაჭენებული ლარის ფონზე ყველა თანხმდება, რომ ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკის ზრდაშია, თუმცა როგორ უნდა მოხდეს ეს, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას? თუ ნ. ხადურის სურათის ლარის კუპიურაზე გამოჭენება უშველის ამ საქმეს?

ერთადერთი ნაბიჯი, რაც ამ და ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ ქართულ წისწქვილზე ასხამს წყალს ეს არის ქართული წარმოების პროდუქტის ყიდვა თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქი მიერ. ეს უნდა ვაკეთოთ ყოველდღიურად, დღეში რამოდენიმეჯერ და ჯიუტად გავაგრძელოთ ასე მთლად რომ ტვინი გადაგვჭამოს იმპორტულის რეკლამამ.

დღეს ჩემი 30-დღიანი გამოწვევის 6-ე დღეა და მას პატარძეულის კვერცხი აგრძელებს. იყიდეთ და დააგემოვნეთ თქვენც!

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.