კასრის ლუდი, ნატახტარი – დღე #15

კასრის ლუდი, ნატახტარი - დღე #15

 

ქართული ყველაფერი კარგია!

 

კასრის ლუდი დაგილევიათ? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ნატახტარის ლუდებს შორის. გემოც აქვს, ორიგინალურადაც იპწკინება, გრადუსიც საკმარისად აქვს და … მოკლედ თუ რამ არასწორად დავწერე ამ სტატიაში ჩემი ბრალი არაა …

მას შემდეგ რაც ჩემი ლეპტოპის კლავიატურა ორჯერ გადარჩა ლუდით მორწყვას თამამად უნდა განვაცხადო, რომ კასრის ლუდი მაგარია! ორიგინალური გასახსნელი თავსახური .. გახსნისას რომ უსტვენს ოდნავ … ორიგინალური ბოთლი და მისი ფერი … ორიგინალური გემო … ეტიკეტების დიზაინიც ძალიან მომწონს …

ერთადერთი რაც არ მომწონს არის ის, რომ პროდუქტის ეტიკეტზე საიტის მისამართი მითითებული არ არის. ისე, ლუდზე მისაყოლებელიც რომ იყოს ქართული მაგრად გაასწორებდა … შემოთრეული არაქისით და კუბეტით დავკმაყოფილდი ამჯერად …

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.