ერთად გავაკეთოთ კარგი ქართული საქმე …

ძვირფასო მეგობრებო,

1-30 დეკემბერის პერიოდში ჩემს მიერ გამოწვევის – ქართული ყველაფერი კარგია განხორციელების შემდეგ ერთ დასკვნამდე მივედი: ეს საქმე უნდა უფრო გაგრძელდეს, ოღონდ უფრო მასშტაბურად!

ამიტომ გიწვევთ გავაკეთოთ რამოდენიმე პარალელური გამოწვევა, რომლის მთავარი მისიაა ქართული პროდუქტების ყიდვა გავხადოთ საამაყო! რასაც მე გთავაზობთ ეს არ არის მხოლოდ ქართული საქმის გაკეთება. ეს მთელი ფილოსოფიაა, რომლის ძირიც ისეთივე ძველია, როგორც ქართული გენი და გამოიხატება მარტივ სიტყვათა კომბინაციაში: ძალა ერთობაშია!

მიზანი

30 დღის განმავლობაში ქართული ბრენდული პროდუქტების ყიდვით მინდა მაგალითი მივცეთ ყველა ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანს, რომ გააკეთოს იგივე. მინდა ქართულ ბიზნესს და ჩვენს ქვეყანას რეალური მხარდაჭერა გავუკეთოთ და მხოლოდ „სადღეგრძელოებით“ არ შემოვიფარგლოთ;

ვის ვეძებ

ვეძებ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც იგივე მიზნები ამოძრავებს რაც მე, მზად არიან ამ საქმეში ჩემთან ერთად ჩადონ თავიანთი ენერგია და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ნამდვილი ქართული საქმის საკეთებლად. დეკემბერის გამოცდილების მიღების შემდეგ იმდენად დეტალური და მარტივი მოქმედების სქემა ავაგე, რომ ნებისმიერი მონდომებული ადამიანი ადვილად აითვისებს საჭირო ნაბიჯებს.

მე გპირდებით

ნამდვილ ქართულ საქმეში მონაწილეობას, რომლის კონკრეტული შედეგებითაც იამაყებთ; პროცესში კი ისეთ უნიკალურ ცოდნას და გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც ყველგან გამოგადგებად.

 

დამიკავშირდით და დეტალურად აგიხსნათ რა არის საჭირო, რომ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. 15 იანვრამდე ველი გამოხმაურებებს და მალევე დავიწყებთ.

 

კომენტარი

Tags: ,

4 COMMENTS
  1. ტარიელ ,შენი პირველი პრეზენტაციის შემდეგ ყველგან ქართულ პროდუქტს ვითხოვ და სამწუხაროდ ხშირად არ აქვთ ხოლმე ქართული. თუ დიდ დროს არ მოითხოვს სიამოვნებით მივიღებ გამოწვევას.

    khatuna 2 years ago Reply
    • მადლობა ხათუნა კომენტარისათვის 🙂
      ამ მომენტში ელ. ფოსტით გიგზავნი შემდეგი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას. გთხოვ გადახედე, მომწერე მობილური, დაგირეკავ, ვისაუბროთ და შევხედავთ ყველაფერს 🙂

      Tariel Zivzivadze 2 years ago Reply
  2. ძალიან საინტერესო პროექტია, რაც მთავარია უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის, ეჭვი არ მეპარება რომ დიდი გამოხმაურება ექნება 🙂

    • მადლობა 🙂 ვნახოთ … ვნახოთ …

      Tariel Zivzivadze 2 years ago Reply
standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.