კაპალე, მეგრული საწებელი – დღე #11

კაპალე, მეგრული საწებელი - დღე #11ქართული ყველაფერი კარგია!

დავუშვათ გინდათ ცხარე საწებელი აწარმოოთ. რას დაარქმევდით ისეთს, გამორჩეულს, რომ ადვილად დაამახსოვრდეს ადამიანს? სიტყვა მეგრული „ჭრის“, ასოცირდება ცხარესთან, მაგრამ მეგრულიც და საწებელიც და ასევე აჯიკაც ადამიანის ტვინში „დაკავებული ტერიტორიებია“. მაშ რა მოვიმოქმედოთ? რატომღაც მგონია, რომ სახელი კაპალე, რომელიც ძალიან მომწონს, ქართული სიტყვა კაპასი-სგან უნდა მოდიოდეს.

ეტიკეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ დამკვეთი არის შპს კაპალე, შემსრულებელი კი შპს ლასური. ეტიკეტზე საიტი რა თქმა არ აქვს მითითებული, არც ტელეფონი, მისამართი კი გარკვევით აქვს მითითებული: თბილისი, გურამიშვილის 17. მიუხედავად ასეთი მწირი ინფორმაციისა დაილოცა ინტერნეტი და reestri.gov.ge …  ყველაფერი გავიგე რაც მაინტერესებდა მათი მეშვეობით.

რაც მთავარია: კაპალე ნამდვილი ცეცხლია ბოთლში! გასინჯეთ და დარწმუნდებით!

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.