ქართული ყველაფერი კარგია!
ზეთი ქარვა + მოცლილი ადამიანი + ხელის მარტივი მოძრაობა და მართლა შეიძლება სამზარეულოს მაგიურ სამკუთხედში სასწაულების „ჩადენა“. ზეთი ქარვა გამოსვლის დღიდან არის ჩემი ოჯახის ხშირი სტუმარი და თუ მას ოდესმე რამე პერიოდულად ანაცვლებდა, ეს იყო ქართული ზეთის მეორე ბრენდი – მზიური. ქარვას ამზადებს შპს „არი“. საიტი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ეტიკეტზე არაა მითითებული. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შპს „არი“ reestri.gov.ge-ზეც არ იძებნება.
ჩაანაცვლეთ ის ზეთი, რომელსაც ეხლა იყენებთ ქართული ზეთით. ერთ ლიტრიანი პეტი ბოთლი 3.1 ლარი ღირს. შეიძინეთ თქვენც. ზეთი ქარვა – ჩემი 30 დღიანი გამოწვევის 5-ე დღის გვირგვინი!
** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელო „ფოტო სტუდიაში“.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.