ეფექტი ჩაი, ავერსი რაციონალი – დღე #14

ეფექტი ჩაი, ავერსი რაციონალი - დღე #14

 

ქართული ყველაფერი კარგია!

ოხერი რამეა სამედიცინო პრეპარატის რეცეპტი, განსაკუთრებით ამ სფეროსგან შორს მყოფი ადამიანისათვის. კითხულობ, კითხულობ და ხვდები ნათლად რაოდენ უცოდინარი ხარ, და რაც მთავარია მიხვდები მთავარს: მტერი ჩავარდა ექიმების ხელში!

დღეს ოჯახში გაცივების სიმპტომები შემოგვეპარა. სანამ გაცივდები ჯობია მანამ მიახრჩო სიმპტომები, ჰოდა ჩვენც შპს ავერსი რაციონალის მიერ წარმოებულ პრეპარატს ვენდეთ სახელად –  ეფექტი ჩაი. ვნახოთ შედეგი რა იქნება. ინტერნეტში მოძიებისას მაშინვე ამოვარდა ავერსის გვერდი, სადაც ეფექტი ჩაი დეტალურად იყო დახასიათებული. სხვათა შორის ფასი სულაც არ იკბინება, 92 თეთრი ღირს ერთ პაკეტი. ეგაა, რომ მცირე „ოპელის ეფექტი“ გამოიწვია იმან, რომ შეფუთვაზე და პაკეტზე ვებსაიტი ვერ ვიპოვე.

ისე, კიდევ კარგი, რომ ასეთი რამეები ჯერ კიდევ ურეცეპტოდ იყიდება …

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.