დიეტური ხრამუნა პური, თეგი – დღე #22

ხრამუნა-პური

 

ქართული ყველაფერი კარგია!

დიეტურ ხრამუნა პურს მიირთმევთ ხოლმე? იცოდით, რომ ქართული წარმოების დიეტური ხრამუნა პური არსებობს? დროა გაიცნოთ! კომპანია თეგის ეს ხრამუნა პური პირველად ერთი წლის წინ გავსინჯე ისევ გამოფენაზე აირჩიე ქართული, რომელიც 2013 წლის დეკემბერში ჩატარდა. 3 დღის წინ კი კიდევ ერთხელ დავაგემოვნე და გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა.

კომპანიას საიტი არ აქვს, მაგრამ აქვს Facebook გვერდი და წარმომადგენლებთან პირდაპირ დაკავშირება შეგიძლიათ ტელეფონით 593 34 14 15, ელ.ფოსტა – xramunapuri@yahoo.com. თუ სავაჭრო ობიექტი გაქვთ დაუკავშირდით და შეიტანეთ თქვენთან ეს უგემრიელესი ნაწარმი, რომელიც ქართულ ხორბალზეა დამზადებული.

 

გემრიელია, მსუბუქია, შოკოლადიანია … თან ასორტიმენტი ვრცელია.

აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში. სტატიის ქუდის ფოტო კი გამოფენაზე გადავიღე.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.