დათუნია თაფლი, მაჭახელა – დღე #23

დათუნია თაფლი, მაჭახელა - დღე #23

 

ქართული ყველაფერი კარგია!

ღია ფერის, გამჭვირვალე, არომატული თაფლი, რომელიც შემოდის ადრეულ გაზაფხულზე. ფრუქტოზის მაღალი შემცველობის გამო ნელა კრისტალდება. ეს მაჭახელას ხეობაში მოყვანილი აკაციის თაფლია სახელად დათუნია.

თაფლი ბევრი გვაქვს საქართველოში, მაგრამ თაფლი მაჭახელას ხეობიდან მხოლოდ დათუნია ვიცი მე … და უკვე თქვენც. დათუნია პირველად 1 წლის წინ გამოფენაზე გავიცანი. შეხვედრა რამოდენიმე დღის წინაც განმეორდა გამოფენაზე აირჩიე ქართული. სხვათა შორის ძალიან ორიგინალური შეფუთვა აქვს, რამაც მომენტალურად მიიქცია ყურადღება როგორც კი სახლში მივიტანე. დათუნიას საიტიც აქვს და facebook გვერდიც.

მოიკითხეთ, იყიდეთ და ურჩიეთ სხვასაც!

 

** ორივე ფოტო ჩემი გადაღებულია. ერთი ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში, მეორე კი გამოფენაზე.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.