გამოსვლა SI კურსდამთავრებულთა ღონისძიებაზე

Tariel Zivzivadze

დასაქმება საქართველოში …

უფრო სწორად – დაუსაქმებლობა …

 

… გამოწვევა/პრობლემა, რომელიც მწვავედ დგას დღეს საქართველოში, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ახლახან დაასრულეს უნივერსიტეტი. მეტიც, ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას მათთვის, რომელთაც უცხოეთში ისწავლეს, დაეუფლნენ კონკრეტულ პროფესიას, ჩამოვიდნენ საქართველოში და … ვერ იპოვეს სამსახური ან ისეთი პირობები დახვდათ, რომ …

სწორედ ამ თემატიკას მიეძღვნა შვედეთის ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ღონისძიება, რომელსაც თავად კურსდამთავრებულებმა გაუწიეს ორგანიზება. დიდი მადლობა ბნ. გიორგი ჯამბურიას, რომელმაც მომიწვია ამ ვორქშოპში მონაწილეობისა მისაღებად. ღონისძიება გუშინ, 2015 წლის 22 აგვისტოს შედგა და მასში შვედეთის უნივერსიტეტის პროგრამების 30-მდე კურსდამთავრებული მონაწილეობდა. წარმოდგენილი ვიყავით ორი სპიკერი. პირველი ქ-ნი ნინო ჯინჯოლავა, რომელმაც საფუძვლიანად მიმოიხილა საქართველოს დასაქმების ბაზარი. ხოლო ჩემი გამოსვლის საგანი კი იყო – „პერსონალური ბრენდინგი საკუთარ სამომავლო მიზნებთან კავშირში“. მეტად საინტერესო დისკუსია/მსჯელობა შედგა ადგილზე.

მადლობა ორგანიზატორებს, სპონსორს და უპირველეს ყოვლისა მონაწილეებს, რომელთაც მომცეს შესაძლებლობა ჩემი მაგალითის საფუძველზე დამენახებინა აუდიტორიისათვის რატომაა პერსონალური ბრენდინგი მნიშვნელოვანი და რატომ/როგორ უნდა იზრუნონ საკუთარი თავის შეფუთვაზე საიმისოდ, რომ გახდნენ უფრო „გაყიდვადი“ და “შედგნენ” როგორც პროფესიონალები.

მონაწილეებს ვთხოვ აქვე მიაწერეთ კომენტარები 🙂

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.