ბიზნესი, ეს ბრძოლაა!

დიდებული საჯარო ლექცია დიდებულ ხალხთან …

ალბათ ეს საუკეთესო დახასიათებაა იმისა, რაც გუშინ შედგა …

2014 წლის 26 მარტს Doctrina Business Review-ს მოწვევით სტუდენტებთან ჩავატარე საჯარო ლექცია თემაზე – „ ბიზნესი ეს ბრძოლაა! “ …

 

DBR

 

 

 

 

 

 

 

 

სათქმელს ეს ბანერიც ამბობს, მე კი 3 ნიუანსზე გავამახვილებ მხოლოდ ყურადღებას:

1. დიდი მადლობა ორგანიზატორ ორგანიზაციას – Doctrina Business Review. ყოველთვის ძალიან მიხარია, როცა ასეთი ტიპის ლექციებს დაინტერესებული ადამიანები ესწრებიან. ერთობლივად შერჩეულმა თემამაც აშკარად გაამართლა; ნაფიქრი 1.5 საათის მაგივრად, თითქმის 3 საათი ვმუშობდით. მე ნამდვილად არ ველოდი ამდენ სტუმარს, საერთო სურათში ყველა ვერც კი ჩავეტიეთ. მომავალშიც მზად ვარ სადაც დამიძახებენ ჩავატარო საჯარო ლექცია იმ თემაზე, რომელიც ძალიან კარგად ვიცი;

2. აშკარაა, რომ ახალგარდებს აინტერესებთ ახალი, განსხვავებული ხედვა საკითხების მიმართ. ერთია რასაც უნივერსიტეტებში სთავაზობენ, მაგრამ სულ სხვაა ის წყაროები, რომელიც თვითონ უნდა მოიძიონ. მინიმუმამდე დაიყვანეთ უქმად [მათ შორის Facebook-ში] დახარჯული დრო და თვითგანვითარდით. ვწუხვარ, მაგრამ სხვა რეალური გზა მე არ ვიცი, რომ რამეს რეალურად მიაღწიოთ;

3. ბოლო ბოლო რა ვისაუბრეთ ასეთი? ამას ორი სიტყვით ვერ გადმოგცემთ, მაგრამ თუ მე ამ საჯარო ლექციაზე რამოდენიმე სტუმარს მაინც დავანახე ბიზნესი და მისი რეალური ბუნება, ჩავთვლი რომ დრო სასარგებლოდ დავხარჯეთ;

dbr-March26-2014

კომენტარი

Tags: , , ,

3 COMMENTS
  1. დიდი მადლობა თქვენ, ბატონო ტარიელ! ძალიან საინტერესო ლექცია იყო, თქვენ ნამდვილად სასარგებლოდ დახარჯეთ დრო, რადგან იქ მყოფების დიდ ნაწილს შეგვიცალეთ ჩვენი წარმოდგენა ბიზნესის შესახებ და თქვენს მიერ მოტანლი ქეისებით დაგვანახეთ რომ ბიზნეს ეს ნამდვილად ბრძოლაა!

    ნათია 4 years ago Reply
  2. დიდი მადლობა ნათია 🙂 მიხარია რომ ეს მოვახერხეთ 🙂

  3. ძალიან საინტერესო ლექცია იყო,დიდი მადლობა…

    kate 4 years ago Reply
standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.