ბიზნესი ერთი დღით: ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა დაიწყო

6 მაისი …
საღამო, თითქმის 12:00 ხდება … უკვე გახდა …
დღის ბოლოსთვის იდეალურ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ძალიან მინდოდა რამოდენიმე შთაბეჭდილება, უფრო კი სურათები გამეზიარებინა. იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ახალგაზრდები გავიცანი, რომლებიც მეტად სერიოზულ აქტივობაში ჩაერთენ YES Georgia პროექტის ფარგლებში. დღეს დაიწყო თბილისის ნაკადი და პირველი სავარჯიშო – „ბიზნესი ერთ დღით“ მოიქოქა.

20 ლარად 1 დღეში რა ბიზნესი შეიძლება გააკეთო ისეთი, რომ პლიუსში გახვიდე?

პასუხს შეკითხვაზე კი ხვალ გავიგებთ ახალგაზრდებისაგან, რომლებიც უკვე შეუდგნენ საქმეს. თითო მონაწილეს 20 ლარი გადაეცა. მათი მიზანია დაიწყონ, განავითარონ და “მოკლან” ბიზნეს 1 დღეში და ამ პროცესში მიიღონ ფასდაუდებელი ცოდნა & გამოცდილება. ხვალ გვექნება დებრიფინგი და შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ.

yes (1)

yes (2)

yes (3)

yes (4)

yes (5)

yes (6)

 

პროექტი YES-Georgia ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ ‘‘’PH International’’ (ადრე ცნობილი, როგორც „Project Harmony’) და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან’’ პარტნიორობით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალის’’ ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზნებისათვის მე სასწავლო startup სიმულაცია შევქმენი.

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.