ქართული ყველაფერი კარგია!
30 დღიანი გამოწვევის #1 დღის პროდუქტად რომელი ამერჩია ბევრი არ მიფიქრია. ბარამბო ყველაზე ცნობადი ტკბილეულის ბრენდია საქართველოში, შავი მარგალიტი კი მისი ერთ-ერთი გვირგვინი. http://batambo.ge -ს თუ თვალს შევავლებთ აშკარაა – „ხელი ეტყობა“. კომპანიას ასორტიმენტში 150-მდე დასახელების ტკბილეული აქვს. შავი მარგალიტი ეს არის შავი შოკოლადი მთლიანი თხილით და პრალინეთი. იგი თითქმის ყველა ნორმალურ სავაჭრო ობიექტში შეგიძლიათ შეიძინოთ [მე 5.5 ლარი გადავიხადე]:
ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელო „ფოტო სტუდიაში“
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.