ახაშენი, ბადაგონი – დღე #30

ახაშენი, ბადაგონი - დღე #30

 

 

ქართული ყველაფერი კარგია!

 

30 დღიანი გამოწვევის ბოლო დღე …

თან ახალი წელი კარზეა მომდგარი …

ქართულ ღვინოს ერთი დღე არ ეკუთვნის?

ჰოდა ჩემი 30 დღიანი გამოწვევის 30-ე დღის არჩევანია ნახევრად ტკბილი, 2012 წლის მოსავლის საფერავზე დამზადებული ახაშენი კომპანია ბადაგონისგან!

 

Si, certo, Badagoni!

 

ჭირდება მეტი კომენტარი? არ ჭირდება!

 

მრავალ ახალ წელს დაესწარით ჯანმრთელად და ბედნიერად თქვენს ოჯახებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად!

 

PS

ახაშენი გუდვილში შევიძინე გუშინ 12 ლარად. ადგილზე მყოფს კრწანისის ომი გამახსენდა … მრავალათასიანი მტრის წინაშე მდგომი რიცხობრივად 10-ჯერ ნაკლები ქართველი ყოველგვარი შანსის გარეშე … ჰოდა ასეთივე ბრძოლის ველს ჰგავდა გუშინ გუდვილი … იყიდება ყველაფერი და აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტირებული პროდუქტი … ქართული პროდუქტი კაპიტალურად აგებს ყველა მარკეტინგულ ბრძოლას ყველა დახლზე, პირველ რიგში კი საქართველოს მოსახლეობის ტვინში … ამ ფონზე „იბერის გაბრწყინდება“ კი არა ეს ქვეყანა საერთოდ როგორ არ კოტრდება მიკვირს!

 

** ფოტო ჩემი გადაღებულია ჩემივე მოწყობილ სახელდახელოფოტო სტუდიაში.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.