ქართული ყველაფერი კარგია!
პირველად იგი ერთი წლის წინ გავსინჯე გამოფენაზე [აირჩიე ქართული], ოღონდ უშაქრო და ოდნავ შემთბარ მდგომარეობაში. ის გემო არასოდეს დამავიწყდება! 2 დღის წინ ასევე მქონდა ბედნიერება კიდევ ერთხელ გამესინჯა ეს უგემრიელესი სითხე და კომპანიის წარმომადგენლები გამეცნო ისევ გამოფენაზე აირჩიე ქართული, რომელიც Goodwill-ში გაიმართა 19-20 დეკემბერს.
აღარ ვსაუბრობ სასარგებლო თვისებებზე, ისედაც ნათელია …
აღარ ვსაუბრობ, რომ ექსპორტზე გადის და ეს თავისთავად დასაფასებელია …
აღარ ვსაუბრობ საერთაშორისო ჯილდოებზე, თავად ნახეთ – http://www.bpc.ge/ …
ეს არის ყველა ველურზე ველური ტყის პროდუქტი და ყველა ასკილზე ასკილის წვენი! მხოლოდ ერთს დავამატებ … ვისაც ასკილი გიყვართ და კომპანია BPC-ს ასკილის წვენი არ გაგისინჯავთ, დამიჯერეთ, დროა Goodwill-ში ვიზიტი დაგეგმოთ …
** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელო „ფოტო სტუდიაში“.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.